თუ ამ 10 შეკითხვიდან ნახევარს მაინც უპასუხებთ სწორად, ესე იგი კარგი ზოგადი განათლება გაქვთ - მშობლები

თუ ამ 10 შეკითხვიდან ნახევარს მაინც უპასუხებთ სწორად, ესე იგი კარგი ზოგადი განათლება გაქვთ

2022-06-13 09:49:59+04:00

ზოგადი ცოდნის შემოწმების ეს ტესტი 10 შეკითხვისგან შედგება. შეკითხვები სხვადასხვა სფეროდანაა. წესები კი ძალიან მარტივია, ჯერ უპასუხეთ, ხოლო სწორ პასუხებს ბოლოში გაეცანით:1. რა ერქვა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საყვარელ ადამიანს, რომელსაც "მთვარის სონატა" მიუძღვნა?

  • სოფია
  • ჯულიეტა
  • კარმელიტა

2. რომელი ქვეყნის პირველი ლედი იყო ევა პერონი, რომელმაც ქვეყანაში პირველი ქალთა პარტია დააფუძნა?mshoblebi

  • პერუს
  • არგენტინის
  • ბრაზილიის

3. ვისი მოთხრობების მიხედვით არის გადაღებული თენგიზ აბულაძის ფილმი "ნატვრის ხე"?mshoblebi

  • მიხეილ ჯავახიშვილის
  • გიორგი ლეონიძის
  • გოდერძი ჩოხელის

4. რომელი მწვერვალია საქართველოში?

  • ევერესტი
  • შხარა
  • მანასლუ

5. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო იმპრესიონისტი მხატვარი?mshoblebi

  • რენუარი
  • რემბრანდტი
  • ლეონარდო და ვინჩი

6. 1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ორად გაიყო - დაასახელეთ, რომელ ნაწილებად გაიყო?

  • მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად
  • მართლმადიდებლურ და მონოფიზიტურ ეკლესიებად
  • მართლმადიდებლურ და პოტესტანტულ ეკლესიებად

7. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბა ფართობის მიხედვით?

  • კასპიის ზღვა
  • ბაიკალი
  • ვიქტორია

8. დაასრულეთ ილია ჭავჭავაძის ფრაზა: "თუ … მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა."mshoblebi

  • დასაწყისი
  • სათავე
  • მდინარე

9. რომელ ნაწარმოებში გვხვდება ფრაზა:"დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: – "დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას". რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა."

  • გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის ასი წელი"
  • ფრანც კაფკა "მეტამორფოზა"
  • ალბერ კამიუ "უცხო"

10. რომელი ქვეყნიდანაა ცნობილი კინორეჟისორი აკირა კუროსავა?

  • იაპონიიდან
  • ჩინეთიდან
  • სახმრეთ კორეადან

სწორი პასუხები:

1. ჯულიეტა2. არგენტინის3. გიორგი ლეონიძის4. შხარა5. რენუარი6. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად7. კასპიის ზღვა8. სათავე9. ალბერ კამიუ "უცხო"10. იაპონიიდან

altთუ ამ 10 შეკითხვიდან ნახევარს მაინც სწორად უპასუხებთ, ესე იგი შესანიშნავი ინტელექტი გაქვთ