ზოგადი ცოდნის შემოწმების ეს ტესტი 10 შეკითხვისგან შედგება. შეკითხვები სხვადასხვა სფეროდანაა. წესები კი ძალიან მარტივია, ჯერ უპასუხეთ, ხოლო სწორ პასუხებს ბოლოში გაეცანით:
1. რა ერქვა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საყვარელ ადამიანს, რომელსაც "მთვარის სონატა" მიუძღვნა?
2. რომელი ქვეყნის პირველი ლედი იყო ევა პერონი, რომელმაც ქვეყანაში პირველი ქალთა პარტია დააფუძნა?
- პერუს
- არგენტინის
- ბრაზილიის
3. ვისი მოთხრობების მიხედვით არის გადაღებული თენგიზ აბულაძის ფილმი "ნატვრის ხე"?
- მიხეილ ჯავახიშვილის
- გიორგი ლეონიძის
- გოდერძი ჩოხელის
4. რომელი მწვერვალია საქართველოში?
5. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო იმპრესიონისტი მხატვარი?
- რენუარი
- რემბრანდტი
- ლეონარდო და ვინჩი
6. 1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ორად გაიყო - დაასახელეთ, რომელ ნაწილებად გაიყო?
- მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად
- მართლმადიდებლურ და მონოფიზიტურ ეკლესიებად
- მართლმადიდებლურ და პოტესტანტულ ეკლესიებად
7. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბა ფართობის მიხედვით?
- კასპიის ზღვა
- ბაიკალი
- ვიქტორია
8. დაასრულეთ ილია ჭავჭავაძის ფრაზა: "თუ … მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა."
9. რომელ ნაწარმოებში გვხვდება ფრაზა:"დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: – "დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას". რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა."
- გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის ასი წელი"
- ფრანც კაფკა "მეტამორფოზა"
- ალბერ კამიუ "უცხო"
10. რომელი ქვეყნიდანაა ცნობილი კინორეჟისორი აკირა კუროსავა?
- იაპონიიდან
- ჩინეთიდან
- სახმრეთ კორეადან
სწორი პასუხები:
1. ჯულიეტა
2. არგენტინის
3. გიორგი ლეონიძის
4. შხარა
5. რენუარი
6. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად
7. კასპიის ზღვა
8. სათავე
9. ალბერ კამიუ "უცხო"
10. იაპონიიდან
თუ ამ 10 შეკითხვიდან ნახევარს მაინც სწორად უპასუხებთ, ესე იგი შესანიშნავი ინტელექტი გაქვთ