თუ ამ შეკითხვების უმეტესობაზე პასუხებს სწორად გასცემთ, ესე იგი კარგი ზოგადი განათლება გაქვთ
თუ ამ შეკითხვების უმეტესობაზე პასუხებს სწორად გასცემთ, ესე იგი კარგი ზოგადი განათლება გაქვთ
ქვემოთ მოცემულია შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან. წესები მარტივია, ჯერ გაეცანით და სწორი პასუხები შეამოწმეთ ბოლოში:

1. საბავშვო ზღაპრის რომელი გმირი აღიზარდა მგლების ხროვაში?

  • წითელქუდა
  • მაუგლი
  • გულივერი
  • პინოქიო

2. როგორ ადგენენ ღამურები მიმდებარე ობიექტების პოზიციას?

  • სმენით
  • ვერ ადგენენ
  • მხედველობით
  • სუნით

3. ჩამოთვლილთაგან რომელ ზღვაშია ყველაზე მარილიანი წყალი?

  • თეთრ ზღვაში
  • მარმარილოს ზღვაში
  • შავ ზღვაში
  • მკვდარ ზღვაში

4. ვინ არის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის" ავტორი?

  • აგათა კრისტი
  • ართურ კონან დოილი
  • ედგარ ალან პო
  • რაიმონდ ჩანდლერი

5. ვინ არის ფოტოზე გამოსახული?

mshoblebi

  • ქრისტეფორე კოლუმბი
  • გალიელეო გალილეო
  • ამერიგო ვესპუჩი
  • ვასკო და გამა

6. რომელი მხატვრის ნამუშევარია "მზესუმზირები"?

mshoblebi

  • ფრიდა კალოს
  • ვინსენტ ვან გოგის
  • სალვადორ დალის
  • ნიკო ფიროსმანის

7. ვინ არის სიმღერის "თბილისო" კომპოზიტორი?

  • რევაზ ლაღიძე
  • გია ყანჩელი
  • ვაჟა აზარაშვილი
  • ინოლა გურგულია

8. რომელ ქართულ ფილმშია ფრაზა: "ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?"

  • "ლაზარეში"
  • "მონანიებაში"
  • "ფესვებში"
  • "შერეკილებში"

9. რომელი ქართველი პოეტის ლექსიდანაა სტროფი:

"მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!"
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის
  • ტიციან ტაბიძის
  • გალაკტიონ ტაბიძის
  • გრიგოლ ორბელიანის

10. ჩამოთვლილთაგან, რომელ დარგში არ გაიცემა ნობელის პრემია?

  • მათემატიკაში
  • ფიზიკაში
  • ქიმიაში
  • მედიცინაში

სწორი პასუხები:

1.მაუგლი
2. სმენით
3. მკვდარ ზღვაში
4. ართურ კონან დოილი
5. ქრისტეფორე კოლუმბი
6. ვინსენტ ვან გოგის
7. რევაზ ლაღიძე
8. "მონანიებაში"
9. გალაკტიონ ტაბიძის
10. მათემატიკაში

28037
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ლელა
0
პასუხები თვითონ უნდა მონიშნოს
09:54 / 20-07-2022
ელიზა
9
რა თქმა უნდა ყველაზე გავეცი პასუხი. საბჭოთა სკოლა დამთავრებულები ზოგად განათლებაში მაგრები ვიყავით. აბა ეხლა დაუსვით ეს კითხვები დღევანდელ ახალგაზრდებს და ნახავთ რამდენი გაგცემთ სწორ პასუხს.
23:28 / 30-06-2022
ანა-ს!
0
ვერ ხვდებით ანა, დაბრძენდა ერი.
20:57 / 30-06-2022
chingiz xan
2
ალბათ არ გინახიათ გადაცემა როდესაც სტუდენტების უმეტესობამ უპასუხა,რომ საქართველოში 5 ზღვაა.
13:20 / 29-06-2022
მოწიწებით, უდიდესი თხოვნა:
2
კიდევ დაუმატეთ თქვენთვის ორი ურთულესი შეკითხვები. 1. სად ჩაედინება მტკვარი. შავ ზღვაში, კასპიის ზღვაში, თუ ინდოეთის ოკეანეში. 2. სად მდებარეობს წყალტუბო, ჰერცოგოვინაში, იტალიაში, თუ საქართველოში.
22:14 / 27-06-2022
მსგავსი სიახლეები