თქვენი ბიოლოგიური ასაკი შესაძლოა ფსიქოლოგიურ ასაკს სულაც არ შეესაბამებოდეს. ეს ოპტიკური ილუზია კი სწორედ ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკის დასადგენად გამოიგონეს. წესები ძალიან მარტივია, უბრალოდ შეხედეთ ფოტოს და უპასუხეთ, რამდენ ძაღლს ხედავთ. შემდეგ კი განმარტებები წაიკითხეთ:
თუ ოთხამდე ძაღლი დაინახეთ
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 20-25 წელია. ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, როცა თავგადასავლები და სპონტანური გადაწვეტილებების მიღება გსურთ. შესაძლოა, ტელევიზიით ან კიდევ სოციალური მედიით რომელიმე ადგილის, ღირსშესანიშნაობის შესახებ რეკლამა ნახეთ, სასწრაფოდ ჩააწყობთ ჩანთაში საჭირო ნივთებს და მოსანახულებლად გაიქცევით. ან კიდევ შეიძლება სახლში მშვიდად იყოთ, ფარდების დარეცხვა გქონდეთ გადაწყვეტილი, მაგრამ მეგობარმა ღონისძიებაზე დაგპატიჟოთ, საქმე მიატოვოთ და წახვიდეთ. გსურთ, თავი ცოცხლად და აქტიურად იგრძნოთ. სიცოცხლეს ოპტიმიზმით უყურებთ, თვალები გიბრწყინავთ და მუდმივად ცდილობთ, თქვენი ცხოვრება დღესასწაულად აქციოთ.
თუ ხუთი ძაღლი დაინახეთ
თუ სურათზე ხუთ ძაღლს ხედავთ, მაშინ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობს. უკვე სრულად იზიარებთ გამოცდილებას, თუმცა, არ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ამქვეყნად მხოლოდ სიმშვიდე და ჰარმონია სჭირდება. ჯერ კიდევ გაქვთ ახალგაზრდული მისწრაფებები და წინააღმდეგობები. ბევრ საკითხზე უკვე საკუთარი შეხედულება გაქვთ ჩამოყალიბებული. თქვენი მეგობართა წრე არც ისე დიდია, თუმცა გვერდით ახლა ის ადამიანები გყავთ, რომლებსაც ენდობით. გარდა ამისა, ეს ფსიქოლოგიური ასაკი საშუალებას გაძლევთ, რომ ადამიანები რეალურად შეაფასოთ და არ მოტყუვდეთ.
თუ ფოტოზე ექვსი ძაღლი დაინახეთ
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, 30-40 წლის ხართ. ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ გინახავთ და ახლა სიმარტივისკენ ისწრაფვით. არ გჭირდებათ ზედმეტი დრამა და არასაჭირო ურთიერთობები, არც სამსახურში და არც პირად ცხოვრებაში. ყველა თქვენი მისწრაფება მიზნად სტაბილურობის შექმნას ისახავს და სპონტანურ გადაწყვეტილებებს აღარ იღებთ. ახლობლებს, ნათესავებს ხშირად აძლევთ რჩევებს და ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, როცა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერს წინასწარ აკვირდებით.
თუ ფოტოზე 7 ძაღლი დაინახეთ
არიან ადამიანები, რომლებმაც ამ ფოტოზე შვიდი ძაღლის აღმოჩენა შეძლეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ, ფსიქოლოგიური ასაკის მიხედვით, ბავშვი ხართ. უბრალოება, სიკეთე და გულუბრყვილობა გახასიათებთ. გაქვთ ფანტაზიის საოცარი უნარი. თქვენი შინაგანი სამყარო ხელუხლებელი სივრცითაა სავსე, რომელიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა გამოცდილებით გაივსება. რა გზას აირჩევთ, ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.