ეს მარტივი ტესტი დაადგენს, რეალურად, რამდენი წლისაა თქვენი ტვინი. ფოტოზე მარტივი კომპოზიციაა - რამდენიმე ცხოველმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტა. სურათზე კი სხვადასხვა ელემენტია დამალული, ზოგიერთი მათგანის პოვნა ძალიან ადვილია, ზოგი კი რთულად მოსაძებნი. მაგრამ, ტესტის შემდგენლების მთავარი ჩანაფიქრია, რომ ადამიანებმა ჩაქუჩი იპოვონ.
აქვე, გაჩვენებთ, რისი პოვნა შეიძლება, გარდა ჩაქუჩისა. შეხედეთ, ჟირაფზე ამობრუნებული გული იმალება, მაიმუნის მკერდზე თევზი, ლეოპარდის ჭიქაში შებრუნებული ზარი, მაგიდაზე კი ანანასია.
ახლა კი შეეცადეთ, ჩაქუჩი იპოვოთ და თუ აღმოაჩენთ, კომენტარებში მოგვწერეთ.
იქამდე კი მარტივ სტატისტიკას გაგიზიარებთ.
გამოკითხული 10 რესპონდენტიდან 8 ადამიანმა, ანუ 80-მა პროცენტმა, თავსატეხის ამოხსნა და ჩაქუჩის პოვნა მოახერხა. 2-მა ადამიანმა კი ვერ აღმოაჩინა. სინამდვილეში, პოვნა მარტივია, თუმცა კარგად დაკვირვება სჭირდება.
გთავაზობთ სწორ პასუხს: