ალბათ, გვქონია შემთხვევები, როდესაც ნივთებს ვეღარ ვპოულობთ, შეტყობინებების გაგზავნისას ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებთ, ასოები გვრჩება, სიტყვებს არასწორად ვწერთ - ეს ყველაფერი შესაძლოა ყურადღების ნაკლებობით აიხსნას.
თუმცა, ყურადღების დეფიციტის გამოსწორება და მდგომარეობის გაუმჯობესება ბევრი საინტერესო დავალებითაა შესაძლებელი. დეტალებზე ორიენტირება კი დაგეხმარებათ, რომ მეხსიერება და ყურადღება კვლავ აღიდგინოთ.
დღეს სამ სურათს შემოგთავაზებთ. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ცხოველი აღმოაჩინოთ. ბევრი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ, შესაძლოა, ცხოველები პირდაპირ ჩანდნენ ან კიდევ ფოთლებისა თუ სხვადასხვა დეტალის მიღმა იმალებოდნენ.
ნახატი 1 - რამდენ ცხოველს ხედავთ?
ნახატი 2 - აბა, აქ რამდენ ცხოველს ხედავთ?
ნახატი 3 - რამდენ ცხოველს ხედავთ?
სწორი პასუხები:
ნახატი 1 – 7 ცხოველი
ნახატი 2 – 8 ცხოველი
ნახატი 3 – 8 ცხოველი