მეცნიერებმა კარგად იციან, რომ ზოგჯერ ადამიანებს არასრულყოფილი მხედველობა აქვთ. ამიტომაც, უხსოვარი დროიდან სპეციალისტები ოპტიკურ ილუზიებს მეფეების დაკვეთით, სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის, ზოგჯერ კი მხოლოდ ხელოვნებისთვის ჰქნიდნენ. მაგალითად, სალვადორ დალი თავისი ნამუშევრების მთავარ თემად ოპტიკურ ილუზიას ხშირად აქცევდა. მსგავსი ტესტები, რომლებსაც ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ინტერნეტშიც ვრცელდება და დიდ ინტერესს იწვევს.
ოპტიკური ილუზია, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ფერის აღქმაზეა. მუდმივად და ქაოტურად მოძრავი წინა პლანზე მყოფი ზოლები გვატყუებს და გვეჩვენება, რომ ფიგურები სხვადასხვა ფერისაა. თუმცა, სინამდვილეში აქ მხოლოდ ერთი ფერის ბურთებია გამოსახული. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანების მხოლოდ 3%-ს შეუძლია არასრულყოფილი ქრომატული ადაპტაციის ხაფანგის გადალახვა.
დააკვირდით, ფოტოზე გამოსახულ სფეროებს - ყველას ერთ ფერში ხედავთ, თუ განსხვავებულია?
სწორი პასუხი კი ასეთია:
"მინდოდა, მწვანე თვალები ჰქონოდა მამასავით... პირველი, რაც ვიკითხე ნარკოზიდან გამოსულმა, რა ფერის თვალები ჰქონდა"