ვიზუალური ტესტები საკმაოდ ზუსტია ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ვიზუალური ტესტები საკმაოდ ზუსტია. საჭიროა, მხოლოდ აირჩიოთ თქვენთვის მეტად მიმზიდველი ნახატი და თქვენი დახასიათება მზად არის. თანაც, ამ გასართობ თამაშში, შესაძლოა, საკუთარ თავზე ბევრი სასარგებლო რამ გაიგოთ.
გთავაზობთ ამერიკელი ფსიქოლოგ-ვიზუალისტების ტესტს. მაშ ასე, აირჩიეთ სასურველი ნახატი და გაიგეთ, რას ამბობს იგი თქვენზე.
ნახატი 1
ენერგიული, ხალისიანი, ოპტიმისტური
თქვენი სტიქია სპონტანურობით სავსე თავისუფალი ცხოვრებაა. ცდილობთ მაქსიმუმი მიიღოთ და დატკბეთ ყოველი წამით. თქვენი დევიზია: "ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!"
ცნობისმოყვარე ხართ, გახსნილი ახალი ურთიერთობებისთვის, გზებისა და სიტუაციებისთვის. ვითარდებით მაშინ, თუ ირგვლივ ყველაფერი იცვლება.
გაშინებთ აკრძალვები და ჩარჩოები, არ გიყვართ რჩევები და ჭკუის სწავლება, თუმცა სიხარულით ისრუტავთ მრავალმხრივ გამოცდილებას, რომელიც გგონიათ, რომ შეუცვლელია. სიურპრიზების დიდი თაყვანისმცემელი ხართ.
ნახატი 2
თავისუფლებისმოყვარე, არაორდინარული
თქვენ ჰაერივით გესაჭიროებათ თავისუფლება. მთავარი მოთხოვნილება - საკუთარი თავის უნიკალურად წარმოჩენაა. ცხოვრებისეულ ყველა ამოცანას კრეატიულად უდგებით. შემოქმედებით საწყისს ავლენთ როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ.
სხვის მაგალითს არასდროს მიჰყვებით, გირჩევნიათ, თავად გაიკაფოთ გზა. ინდივიდუალისტი ხართ და სხვებშიც ამ თვისებას აფასებთ. ცხოვრებისა და მორალის საკუთარ წესებს ადგენთ, რომლებიც სხვებისთვის შესაძლოა, მისაღები არ იყოს.
ნახატი 3
მოაზროვნე, თვითანალიზის მოყვარული, მგრძნობიარე
თქვენ სხვაზე ხშირად გხვდებათ სასტიკი წინააღმდეგობანი: ადამიანებთან, სისტემასთან და საკუთარ თავთანაც კი. ვერ იტანთ ზედაპირულ "ფართხალს", ამიტომაც არჩევთ სიმარტოვეს.
საუკეთესო მეგობარი ხართ მათთვის, ვისაც ენდობით. სწორედ ეს ურთიერთობები გიჭერთ მხარს, როდესაც მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ მხედრდება.
ბედნიერებისთვის შინაგანი ჰარმონია გჭირდებათ, რომლის მოცემაც თქვენს რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ. ამიტომაც მხოლოდ თავად ახერხებთ საკუთარ თავში რწმენის დანერგვას. ეს თქვენ კარგად გამოგდით, რადგან საკმაოდ თვითმყოფადი ადამიანი ხართ.
ნახატი 4
მიწაზე მყარად მდგარი, ბუნებრივი, ჰარმონიული
თქვენი ძირითადი ღირებულება - ბუნებრიობაა. თქვენთვის მუღებელია ყველაფერი ხელოვნური და ძალდატანებული. უბრალო ურთიერთობები გიყვართ.
ადამიანებს უადვილდებათ თქვენთან ყოფნა, მათ ხიბლავთ ცხოვრების საღი გონებით აღქმის უნარი. მიწაზე მყარად დგახართ. თქვენი იმედი ყოველთვის შეიძლება სხვას ჰქონდეს, სიტყვებს არასდროს ისვრით ჰაერზე. განაგრძეთ კითხვა