კვერცხს მაცივრის კარის თაროზე ინახავთ? - ეს დიდი შეცდომაა
კვერცხს მაცივრის კარის თაროზე ინახავთ? - ეს დიდი შეცდომაა
ქათმის კვერცხი ნებისმიერი ოჯახის ყოველღიური მენიუს ნაწილია. ბუნებრივია, მისი შენახვის წესებიც ვიცით და მუდამ მაცივარში გვაქვს მოთავსებული. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ყოველი ათი ოჯახიდან ცხრა კვერცხს მაცივრის კარზე მოთავსებულ თაროზე ინახავს. სწორედ აქ უშვებთ შეცდომას. ეს მაცივრის ყველაზე "თბილი" ადგილია, რაც მალფუჭებადი პროდუქტისთვის შეუფერებელია. გარდა ამისა, კარის ყოველი გაღებისას ამ ადგილზე მოთავსებული კვერცხი თბილი ჰაერის ნაკადის ქვეშ მოექცევა, რაც პროდუქტის ვარგისიანობას შეამცირებს.
ეცადეთ, რომ კვერცხი სპეციალური კონტეინერით მაცივრის ზედა თაროზე გქონდეთ
მოთავსებული, თანაც თავდახურულ მდგომარეობაში.
* არასოდეს შეიძინოთ კვერცხი იმ სავაჭრო ადგილებში, სადაც მას უმაცივროდ ყიდიან. 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს.
* ეკონომიის გამო ნუ შეიძენთ გაბზარულ კვერცხს. თუ შიგთავსში მიკრობმა შეაღწია, ძლიერ მოწამვლას გამოიწვევს. თავადც რომ გაგებზაროთ კვერცხი, ნუ შეინახავთ, მაშინვე გამოიყენეთ ან სულაც გადააგდეთ. (ვიდეო - კვერცხის ცილისა და გულის გაცალკევების ყველაზე მაგარი მეთოდი)

ასევე დაგაინტერესებთ:
ჩავასხათ თუ არა წყალი პლასტმასის ბოთლებში - ისწავლეთ უსაფრთხო პლასტმასის შერჩევა
კვერცხის ჩასადები მოსახერხებლად ინახავს წვრილმან ნივთებს - ყველაზე პრაქტიკული რჩევები
5 პროდუქტი, რომელიც ბავშვს ყოველდღე სჭირდება

ტეგები: კვერცხი
48234
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნინო
0
ჯობია იმას მიქციოთ ყურადღება, ყველა მარკეტში კვერცხი მაცივრის თავზე რომ უდევთ, სადაც ძალიან თბილა.ერთ-ერთ მარკეტში შენიშვნა რომ მივეცი, მფლობელმა მიპასუხა: ,,პირიქით ქ-ნო არ შეიძლება კვერცხის მაცივარში შენახვაო,,!მაგრამ ვერ ახსნა რატომ არ შეიძლება.ასე რომ, ეს საკითხი მოსაგვარებელია.
14:01 / 02-06-2017
ხატია
0
20 გრადუსზე მაღლა თუ ფუჭდება ესეიგი არც მაგ თაროზე არ გააფუჭდება. კვერცხის ადგილი იქაა გამოყოფილი სადაც შედარებით გრილა და არ ყინავს
00:44 / 24-07-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი