თუ ქათამი ბუნებრივ პირობებშია გაზრდილი, მართლაც ძალიან სასარგებლოა ქათმის ხორცს ბავშვის მენიუში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თან ყველაზე უწყინარ და სასარგებლო საკვებად მიიჩნევენ. თუ ქათამი ბუნებრივ პირობებშია გაზრდილი, მართლაც ძალიან სასარგებლოა, თუმცა უარყოფითი მხარე ამ პროდუქტსაც გააჩნია.
100 გრამი ქათმის ხორცი საშუალოდ, 220 კილოკალორიას შეიცავს. მასში შედის ლიპიდები (ცხიმებისა და ცხიმისმაგვარი ნივთიერებების ორგანული ნაერთები), ცხიმოვანი მჟავები, ქოლესტერინი, ცილები, ვიტამინები და მინერალები. ნახშირწყლები, სხვა ხორცეულის მგავსად, ქათმის ხორცშიც არ შედის.
ქთმის ხორცი А, В6, В12, D ვიტამინების, ასევე კალცის, რკინისა და მაგნიუმის წყაროა.
რაში მდგომარეობს მისი უარყოფითი მხარე?
ქათმის თეთრი ხორცი ცხიმის დაბალი შემცველობისა და ადვილად შეთვისებადობის გამო დიეტურ საკვებად ითვლება. არადა, ეს ხორცი ჰისტამინს შეიცავს. ანუ შეუძლია, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. განსაკუთრებით ამის საშიშროება 2 წლამდე ბავშვებში არსებობს. ამიტომ ამ ასაკის ბავშვის ძირითად კერძად ქათმის ხორცს ნუ გამოიყენებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ მაშინაც, როცა ბავშვი მას პირველად სინჯავს. ალერგიული რეაქცია მხოლოდ გამონაყარი არ არის, შეიძლება კუჭ-ნაწლავში შექმნას პრობლემა შეკრულობის, მოუნელებლობის ან დისბაქტერიოზის სახით.
კიდევ ერთი საშიშროება, რაც ქათმის ხორცის მოხმარებას ახლავს, მის კვებას უკავშირდება. მწარმოებლები, ქათმები რომ დაავადებებისგან დაიცვან, მათ საკვებში ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ურევენ. მათგან ზოგიერთი ნივთიერება დაკვლის შემდეგაც ორგანიზმში რჩება. ანტიბიოტიკები, რომლებსაც ხორცის საშუალებით მივიღებთ, ჩვენს ორგანიზმთან შეგუებას იწყებენ. ამის გამო კი ავადმყოფობის დროს ჩვენს ორგანიზმზე ანტიბიოტიკები ეფექტურად ვეღარ მოქმედებენ. ამან კი შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
რაც შეეხება "ბულიონს": 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ჯობს საერთოდ არ გაასინჯოთ. მით უმეტეს, რომ მათი ჭამის აუცილებლობას ბავშვის ორგანიზმი არ განიცდის. უბრალოდ მოხარშული ხორცი აჭამეთ და არა მისი წვენი. ხოლო მოზრდილი ბავშვისა და უფროსებისთვის მზადებისას ქათმის ხორცს წყალი უნდა გამოუცვალოთ და მხოლოდ მესამე ნახარში უნდა მიირთვათ.