"გოგრის ორცხობილები იმ სახლში ცხვება, სადაც ბავშვებს გოგრა არ უყვართ" მწერალი ნათია ჯანაშია სოციალური ქსელით ხშირად უზიარებს სხვა მშობლებს გამოცდილებას. ამჯერად გთავაზობთ პოსტს, რომელიც "ყოჩაღი დედიკოს" ახალ გამოგონებას გვაცნობს. ეს გოგრის ორცხობილაა - რეცეპტი მათთვის, ვის შვილებსაც გოგრის ჭამა გულზე არ ეხატებათ. აი, ასე შეგიძლიათ "შეაპაროთ" მათ ეს სასარგებლო ბაღჩეული:
"გოგრის ორცხობილები იმ სახლში ცხვება, სადაც ბავშვებს გოგრა არ უყვართ, დილით კი შვრიის ფაფას სანახევროდ ჭამენ. ადგება ყოჩაღი დედიკო, მოხარშულ გოგრას დაჭყლეტს, შვრიის ფაფას შეურევს, კვერცხებს ჩაახლის, ერთი ცეტი გოგოს მოკბეჩილ ვაშლებს გახეხავს, ცოტა თაფლს მოასხამს, შაქრის ნაცვლად ქიშმიშით დაატკბობს, ვანილს და დარიჩინს დაუმატებს, სოდას მოაფრქვევს და ლიმონს გადააწურავს, ცომს შვრიით შეკრავს (შაქარი, თეთრი ფქვილი და უსარგებლო ნახშირწლები რად უნდა იმ ცეტ გოგოს და მის და-ძმებს) ზეითუნის ზეთს მოაპკურებს და...
ოოოო, ისეთ სურნელს დაატრიალებს... მოდი და ნუ შეჭამ.
ის ყოჩაღი დედიკო არ ამხელს ორცხობილებში გოგრა თუა, ჰოდა, გოგრის მოძულე ბავშვები ისე გემრიელად ილუკმეეებიააან.
სცადეთ, 15 წუთის ამბავია... " - წერს ნათია ჯანაშია.
რა სარგებლობა მოაქვს გოგრას? გოგრისა და კარტოფილის ოლადები - უგემრიელესი და სასარგებლო მსხლისა და გოგრის პიურე პატარებისთვის, 8 თვიდან