რომელი ხორცის ბულიონი ჯობია ბავშვისთვის და როგორ მოვამზადოთ უფრო სასარგებლო ლობიანი ან ხაჭაპური - მარი მალაზონიას რჩევები
რომელი ხორცის ბულიონი ჯობია ბავშვისთვის და როგორ მოვამზადოთ უფრო სასარგებლო ლობიანი ან ხაჭაპური - მარი მალაზონიას რჩევები
1 / 2
Next
ჯანსაღი კვების პრინციპები თითქოს ყველამ ვიცით. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ ყოფით პირობებში მაინც ჩნდება კითხვები. მშობლებისთვის ბევრ საინტერესო კითხვზე ცნობილი ექიმი, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია პასუხობს. (იხილეთ ინტერვიუს პირველი ნაწილი )

-  ხაჭაპური, ლობიანი და კარტოფილის ღვეზელები ალბათ ტოპ სამეულია მოსწავლეების მენიუში. იქნებ მიგვითითოთ ამ ცომეულის ზღვარი. ბოლომდე უარს ალბათ ვერავინ იტყვის...


- კვება ჩემი პროფესიული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან გახდა. იმ დროიდან მოყოლებული, კვებაზე საუბარს ერთი და იგივე ფრაზით ვიწყებ: კვება სიამოვნებაა! ამიტომ, კვების მოდელის შერჩევისას, ყველაზე დიდი შეცდომა
ადამიანისთვის უკიდურესი შეზღუდვების დაწესებაა!
თქვენ, ალბათ შენიშნეთ: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კითხვები ბავშვებს ეხება, მე ხშირად ვახსენებ "ადამიანს" და არა მარტო "ბავშვს". რატომ? ბავშვი არ არის ზრდასრულის მინიატურული ვერსია! ბავშვობა ადამიანის განსაკუთრებული მდგომარეობაა, განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც გულისხმობს თავისებურებებს, მაგრამ აუცილებლად ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგადი კანონზომიერების გათვალისწინებით!
"ბავშვი" არის 0-18 წლის ასაკის ადამიანი, ხოლო "მოსწავლე" ყველა ის ბავშვი(მაგ., საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ადრეული თუ გვიანი სასკოლო ასაკის), ვინც ჩართულია სასწავლო პროცესში: ცხადია, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი კვებითი "ზღვარი" ანუ რეკომენდებული რაოდენობა. თუმცა არსებობს ყველასათვის საერთო პრინციპები:
  • ხაჭაპური და ლობიანი ჩვენი ისტორიული კვებითი მოდელის უძველესი
    კომპონენტი და ეროვნული კულინარიული მონაპოვარია, მაგალითად, კეცზე გამომცხვარი და არა ცხიმში შემწვარი. ამ ტრადიციაში მთავარი არა კეცია, არამედ უცხიმოდ გამოცხობა!
  • სხვათა შორის, ამავე ტიპის პროდუქტებს განეკუთვნება ე.წ. მხლოვანები (პურპროდუქტი მხალეულის სართით/შიგთავსით) ან კუბდარი (პურპროდუქტი ხორცის სართით/შიგთავსით).
  • ღვეზელი მიზანშეწონილია არა მდუღარე ზეთში მოხარშული, არამედ გრილზე ან ღუმელში გამომცხვარი უცხიმოდ.
  • ყველასათვის საყვარელი ფენოვანი ცომი ნიშნავს ბევრ ტრანს-ცხიმს, რომელიც წარმოიქმნება ცომის ფენებს შორის მოქცეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად. თუ"ზემოთქმულს" გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვიმოქმედოთ "ქვემოთ მოყვანილი" სქემის შესაბამისად:
  1. ბავშვებთან კვებაზე საუბარს აკრძალვებით ნუ დაიწყებთ!
  2. ნებისმიერი კვებითი რჩევა განუმარტეთ, რა და რატომაა სასარგებლო ან საზიანო მათთვის;
  3. დაამშვიდეთ სიტყვებით, რომ ეს პროდუქტები შეუძლიათ მიირთვან ხანდახან, მაგრამ არასისტემატურად.
  4. აუხსენით, რომ ფენოვანი ცომი, ტკბილ გაზიან სასმელთან ერთად, მუცელში გაზებს დაუგროვებს და კლასში, მეგობრებთან უხერხულობას შეუქმნის, მაგ., მუცლის შებერილობით ან ამოქარვება-ბოყინით.
  5. ბავშვებს ვასწავლოთ, არ დაელოდონ შიმშილს და 2 გაკვეთილის შემდეგ ხილით წაიხემსონ, ცოტა ხაჭაპურთან ერთადუფრო მეტი პომიდორი და კიტრი კი ძალიანსასარგებლო და, თანაც, გემრიელია.

-  რას ფიქრობთ ხორცის ბულიონზე, ჯობია მივცეთ თუ ჯობია არ მივცეთ ბავშვს?

- გააჩნია, რა შემთხვევაში და რომელი ხორცის ბულიონს გულისხმობთ. ზოგადად, ხორცის ბულიონს აქვს არაერთი სიკეთე და ნაკლი. მაგალითად,
  • ხორცის ნახარშში გადადის ექსტრაქტული ნივთიერებების2/3;
  • ბულიონი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას;
  • ახალგაზრდა ფრინველის ხორცის ნახარში შეიცავს ადვილად შეთვისებად ცილას და დიდი რაოდენობით ტრიფტოფანს (გარდაიქმნება სეროტონინად), რაც, სხვა შედეგებთან ერთად, წაადგება ავადმყოფის სასიცოცხლო ძალების აღდგენას და გუნებ-განწყობის გაუმჯობესებას;
  • ადვილი მისახვედრია, რომ ბულიონი ყველასათვის ერთნაირად საზიანო ან სასარგებლო ვერ იქნება. მაგალითად,
  • ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი პრობლემა და საკვების მონელების თავისებურება(ცხადია, ასაკის გათვალისწინებით) ზღუდავს ხორცის ნახარშის გამოყენების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უმჯობესია მოხარშული ხორცის კუნთოვანი მასის მიღება.
  • და პირიქით,ბულიონის გამოყენების ჩვენება შეიძლება იყოს მაგალითად, ზოგიერთი ავადმყოფობა, გამოჯანმრთელების ფაზა, კუჭის მჟავობისდაქვეითება და სხვა.

-  ხინკალი, პელმენები, სპაგეტი, ყველიანი და ხაჭოიანი ვარენიკები უსაფუვრო და მოხარშული ინგრედიენტებისგან შედგება. ღირს მათი ხშირად ჩართვა ბავშვის მენიუში?

- არ დაგიმალავთ, ამ კითხვამ დამაფიქრა: დღეს ჩვენ ნამდვილად ბავშვების კვებაზე ვსაუბრობთ? მე, როგორც მომუშავე დედას, კარგად მესმის ე.წ. ნახევარფაბრიკატების ანუ, სხვაგვარად, სწრაფი მომზადების საკვების პრაქტიკული ღირებულება, მაგალითად, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარება კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ რამდენად გონივრულია ამ ტიპის მენიუს ხშირად შეთავაზება ბავშვებისთვის?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
11456
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?