თუ ბავშვი სულ ახლახან კარგად ჭამდა და უცებ მადა დაეკარგა, უმრავლეს შემთხვევაში ეს ასაკობრივი ცვლილებებია წლამდე
პირველი მცდელობები, საკუთარი "მე" გამოავლინოს, ბავშვს წლამდე უჩნდება. თუ მისი პირველი საკვები ფაფეულია, ბოთლის გვერდზე გადაწევას იწყებს და საკუთარ ნებას გამოხატავს, რომ რაღაც არ უნდა. წლის სანამ გახდება, იგივეს გააკეთებს ბოსტნეულის წვნიანის კოვზთან მიმართებაში. ეს არის მისი მცდელობები, საკუთარი ნება გამოხატოს და ამგვარი რეაქციები ნორმალურია.
1 წლიდან 2 წლამდე
2 წლამდე ასაკი დამოუკიდებლობის პერიოდია. პატარა ადამიანს ესმის, რომ შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს და ხშირად პირსაც არ აღებს სადილობის დროს. აუცილებელია, რომ პატარამ თავიდანვე გაიგოს, რომ დედა მის სიჯიუტეს განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ როგორც სურვილს, არ ჭამოს, და დიდხანს ხვეწნას არ აპირებს. ბევრ ძალასა და დროს ნუ დახარჯავთ, თუ მოუნდება, სხვა დროს შეჭამს. თუ თავიდანვე ასეთ ტაქტიკას მიმართავთ, მალე გადაეჩვევა უარის თქმას, ხოლო თუ თავიდანვე ბრძოლაში ჩაერთვებით, პატარას პროტესტის გრძნობა გაუჩნდება და სულ უფრო მეტად შეგეწინააღმდეგებათ.
2-დან 3 წლამდე
ამ ასაკში პატარები უფროსებს ადარებენ თავს და ხედავენ, რომ ისინი თვითონ წყვეტენ, რა ჩაიცვან, როდის და რა მიირთვან. შედეგად ბავშვს ესმის, რომ ჯერ ძალიან პატარაა, რაკი ასეთი თავისუფლება არ აქვს. ამის შედეგია პროტესტები, ისტერიკები, ფაფეულისა და წვნიანის იგნორირება. კარგი მადის დაბრუნებაში ისევ და ისევ დედის ყურადღება და სიმშვიდე, პატარა ჯიუტს ხშირად უნდა ეთამაშოთ, მის მიმართ სითბო გამოხატოთ.
5 წლის
5 წლისთვის ბავშვის ორგანიზმი ოდნავ უფრო შენელებულად იზრდება, ვიდრე მანამდე. მას ნაკლები საკვები ნივთიერება სჭირდება, ბევრი ამ ასაკში უჭმელიც ხდება. არ ღირს ამ დროს დაძალება, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ, რომ ამ პერიოდში საკვები იყოს უფრო მრავალფეროვანი და სასარგებლო.
თუ ბავშვი სულ ახლახან კარგად ჭამდა და უცებ მადა დაეკარგა, უმრავლეს შემთხვევაში ეს ასაკობრივი ცვლილებებია, როცა ორგანიზმი თავად არეგულირებს აუცილებელი კალორიების რაოდენობას. ასეთ დროს მშობელმა ნაკლებად უნდა იღელვოს. თუ პატარას სხვა სიმპტომები არ აქვს, რაც მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებდა, მაშინ უმადობა უბრალოდ ასაკობრივია.