იოგურტების უმრავლესობა მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა არ მოაქვს
იოგურტების უმრავლესობა მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა არ მოაქვს
თანამედროვე იოგურტის სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძულია, თუმცა იგი დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია - მას დედამიწის მოსახლეობის 30% მოიხმარს. ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტულია. უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა არ მოაქვს. "ცოცხალი" იოგურტის (ანუ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი პროდუქტის) შენახვის ვადა მაცივარში არ აღემატება 2 კვირას. თუ იოგურტის შეფუთვაზე მითითებულია,
რომ შენახვის ვადა 2-3 თვეა, ან რომ მისი შენახვა 5-15 °C პირობებში შეიძლება, ეს ნამდვილად პასტერიზებული პროდუქტია. ბაზარზე ვხვდებით ფალსიფიცირებულ პროდუქტებსაც. ასეთი "იოგურტები" იწარმოება რძის, სახამებლის, რძემჟავას, ხილფაფების ან არომატიზატორების, საღებავებისა და კონსერვანტების შერევით. მათი წარმოებისას არავითარი მიკრობიოლოგიური პროცესი არ მიმდინარეობს.

იხილეთ მეტი
ტეგები: იოგურტი
2576
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```