რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი?
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი?
შემოვიდა შემოდგომა და "ყურძნის სეზონიც" დაიწყო, თუმცა რამდენად არის რეკომენდებული ამ ნაყოფის ბავშვისთვის მიცემა და რა წესები უნდა დავიცვათ, ეს ყველამ არ იცის. ამ გემრიელი და საკმაოდ სასარგებლო ხილის არასწორმა თუ გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.
პირველ რიგში პედიატრების რეკომენდაციაა, რომ სამ წლამდე ბავშვს ყურძენი არ აჭამოთ. მიუხედავად მისი სარგებლობისა, ის არც ისე ადვილად გადასამუშავებელი ხილია ბავშვის კუჭნაწლავისთვის და ჯობს, ცოტა გვიან გაასინჯოთ.
აუცილებელი წესია, ყურძენი გულმოდგინედ
გაირეცხოს, თვით მარცვლებზე ხელის გადასმითაც კი, რადგან უმეტესად მას შეწამვლისას მიღებული შხამების რაღაც ნაწილი მაინც შენარჩუნებული აქვს და ჯობს, ის კარგად მოვაცილოთ.
ასევე, როდესაც ბავშვს ვაძლევთ, კარგად უნდა გავარჩიოთ, რომ ყურძნის მარცვლებთან ერთად რაიმე მწერი არ შეჰყვეს (ხშირია აკიდოებში გახლართული პაწაწინა ობობები, ჭიანჭველები და ა.შ.) ან დაზიანებული მარცვალი არ ჭამოს.
ყურძნის მიღება, მასში შაქრის მაღალი შემცველობისა და მაღალკალორიულობის გამო, ასევე დაუშვებელია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, ასევე კუჭის წყლული, ჰიპერტონია, სიმსუქნე
და გულის ზოგიერთი დაავადება.
რაც შეეხება მის სარგებლობას, ცხიმებს თუ გამოვრიცხავთ, ის რძეს უთანაბრდება. მასში ბევრია გლუკოზა და ფრუქტოზა, მდიდარია უჯრედისით, პექტინებით, არომატული ნივთიერებებით, ფერმენტებით, ვიტამინებით. მასში ბევრი მინერალური ნივთიერებაა, განსაკუთრებით კალიუმი და მაგნიუმი.
ხელს უწყობს სისხლმბადობას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, ამკვრივებს სისხლძარღვების კედელს, აწესრიგებს გულის მუშაობას. აქვს ანტიტოქსიკური მოქმედება და ხშირად იყენებენ, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალებას ნატრიუმის ნიტრატით, მორფინით, დარიშხანით მოწამვლის დროს.
ყურძენი სასარგებლოა ბრონქული ასთმის, პლევრიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ტუბერკულოზის საწყისი ფორმის დროს. მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ხელს უწყობს სწორი ნაწლავის მუშაობას, მისი ჭამა სასარგებლოა ყაბზობის, დაბალმჟავიანი გასტრიტის დროს. ყურძნის წვენი უხდება სისხლს, ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები და დადებითად მოქმედებს თირკმლების, ღვიძლის, შარდის ბუშტის მუშაობაზე. მას დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და უხდება იმ ბავშვებს, რომლებსაც ძილის დარღვევა აქვთ.
სასარგებლოა ყურძნის ჩირი (ქიშმიში). მხოლოდ ქიშმიშის ნაყენიც კი (80 გრამ ქიშმიშს ასხამენ 0,25 ლ ადუღებულ წყალს და ერთ საათს აჩერებენ) ამაგრებს იმუნურ სისტემას.
ყურძნის მიღება სასურველია სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით.
14807
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
teo
0
მე ბავშვობაში ძმა მომეცამლა და ძალიან მძიმედ მყავდა და იმის მერე ისე მეშინიაი ჩემ შვილებსაც არ ვაჭმევ
15:31 / 02-09-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```