რატომ არის აუცილებელი, ორცხობილა კარაქზე იყოს დამზადებული და რა საფრთხეს შეიცავს ტრანს-ცხიმები პატარებისთვის
რატომ არის აუცილებელი, ორცხობილა კარაქზე იყოს დამზადებული და რა საფრთხეს შეიცავს ტრანს-ცხიმები პატარებისთვის
ჯანსაღად კვების მნიშვნელობაზე ადამიანები ყველაზე მეტად და ბევრს მაშინ ფიქრობენ, როცა პატარები ჰყავთ. დღევანდელ რეალობაში, როდესაც გარემო საკმარისზე მეტად დაბინძურებულია, საკვები პროდუქტების დიდი ნაწილი მავნებელი მეტადაა, ვიდრე სასარგებლო. როცა ასე მომრავლებულია სხვადასხვა საშიში დაავადებები, ბავშვის იმუნიტეტისთვის, ზრდისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და სასარგებლო საკვებს.

ამჯერად გვინდა, თქვენი ყურადღება ტრანს-ცხიმებზე გავამახვილოთ, რომელიც ბავშვთა კვებაში განსაკუთრებულ საფრთხედ მიიჩნევა. როგორც აღმოვაჩინეთ, საკმაოდ ბევრ ოჯახში ამ სახიფათო ცხიმს ისე იყენებენ,
არც კი ფიქრობენ მის არსსა და საშიშროებაზე.

რა არის ტრანს-ცხიმები

ტრანს-ცხიმები ცვლიან ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს, რაც კარგად ხელეწიფებათ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს. ეს არის ერთობლიობა ცხიმებისა, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიდროგენიზაცია და თხევადი ზეთი მყარ მასად გარდაიქმნა. საკვებში ტრანს-ცხიმების გამოყენება იწვევს "ცუდი ქოლესტერინის" დაგროვებას და ნეგატიურ ცვლილებებს სისხლში, ყოველივე ეს კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს, იწვევს გაცხიმოვნებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას (კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის განვითარებას), რეპროდუქციული სფეროს დარღვევებს.
არადა, ცხიმი აუცილებელია ადამიანისთვის. ის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები დანამატია ასევე ბავშვთა კვებაში, მის გარეშე პატარების ორგანიზმს უჭირთ აითვისონ სასარგებლო საკვები ელემენტები. ამიტომაც ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ცხიმს ავარჩევთ ბავშვის კვებისთვის.
mshoblebi
სოციალურ ქსელში მშობლები გამოვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ
უმრავლესობამ იცის საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება - რომ ტრანს-ცხიმებით გაჯერებულია, მაგალითად, მარგარინი და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე პროდუქტია!
მათი უმრავლესობის თქმით, ბავშვებისთვის ძირითადად, ნაღების კარაქს ყიდულობენ, რომელიც, რასაკვირველია, თუ სანდო და ხარისხიანია, ძალიან სასარგებლოა მოზარდისთვის. რამდენიმე მშობელმა ისიც გულწრფელად აღიარა, რომ მართალია, მარგარინს არ აჭმევს ბავშვებს, თუმცა აქტიურად მოიხმარს მარგარინზე დამზადებულ ნამცხვრეულსა და ორცხობილებს (ე.წ. პეჩენიებს). ეს კი, ალბათ ადვილი მისახვედრია, დიდი ვერაფერი შეღავათია - ბავშვი უშუალოდ მარგარინით მიიღებს იმ საფრთხეს, რასაც ტრანს-ცხიმები ჰქვია, თუ საკონდიტრო ნაწარმის სახით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 
სასიამოვნოა, რომ გამოკითხული მშობლების დიდი ნაწილი ამ საკითხშიც აღმოჩნდა გარკვეული და დანარჩენებს რეკომენდაციებიც კი მისცეს, როგორ უნდა შაერჩიონ სწორად სანდო და მავნე დანამატებისგან თავისუფალი ნაწარმი. გამნსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევენ ისინი "ლიბეს" ორცხობილებს, რომელიც საქართველოში მზადდება და გმო-სა და ტრანს-ცხიმებისგან თავისუფალია. 
დაკავშირებული სურათი

გამოსავალი

პედიატრები მშობლებს ურჩევენ, გულმოდგინედ გაეცნონ ყველა იმ პროდუქტის შემადგენლობას, რითაც ბავშვს კვებავენ - განსაკუთრებით ასეთ ადრეულ ასაკში, 6 თვიდან.

"საბავშვო პედიატრი"-ს დირექტორი - დავით რეხვიაშვილი :
- ყველა თანხმდება, რომ ტრანს-ცხიმები მავნებელია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და აუცილებელია, პატარისთვის შეთავაზებული ცხიმი იყოს ნატურალური, ნაღების კარაქი, რომელიც 6 თვის ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს ფაფებთან ერთად ან ბისკვიტების სახით. კარაქი ჯანსაღი ნაჯერი ცხიმებისგან შედგება, შეიცავს A, E, D და K ვიტამინებს და ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ. კარაქი ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების გონებრივ და ნერვული სისტემის განვითარებას. შესაბამისად, კარაქზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმიც უფრო სანდოა, ვიდრე მარგარინზე.
მინდა გავაფრთხილო მშობლები, აუცილებლად დააკვირდით, რას ყიდულობთ. არ შეიძინოთ მათთვის ისეთი ნაწარმი, რომელშიც შედის კონსერვანტები, არომატიზატორები, ტრანს-ცხიმები, გმო და ა.შ.. შეიძინეთ სანდო და ხარისხიანი ორცხობილები, გმო-ს გარეშე და თუ ამის დრო და შესაძლებლობა გაქვთ, შინ გამოუცხვეთ ბავშვებს ნამცხვრები და ორცხობილები.
6946
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```