ეს განსაკუთრებული ზამთრის მარაგია ალუბლის ჩირი - განსაკუთრებული ზამთრის მარაგია. რადგან ის სარგებლობის მიხედვით ბევრად წინ უსწრებს კომპოტს, მურაბასა თუ გაყინულ კენკრას.
გამოიყენება ნამცხვრების, კრემებისა და მუსების მომზადებისას - ანიჭებს საოცარ არომატს და სასიამოვნო მომჟაო გემოს.
ინგრედიენტები
ალუბალი - 2,5 კგ
შაქარი - 1 კგ
მომზადების წესები
ალუბალი გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში. თუკი ეჭვობთ, რომ შესაძლოა კენკრას ჰყავდეს მატლი, ჩაალბეთ ცივ მარილწყალში 20 წუთით, შემდეგ კი გარეცხეთ გამდინარე წყალში.
გამოკურკეთ ალუბალი და დააყარეთ შაქარი. გააჩერეთ 4-5 საათი, რათა გამოუშვას წვენი, ხოლო ნაყოფს კარგად გაუჯდეს სიტკბო.
გაწურეთ. სიროფი ჩაასხით დიდ ქვაბში, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. ჩაყარეთ ალუბლები და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. იხილეთ სრულად