როგორ მივაწოდოთ ბავშვს ვიტამინების დღიური ნორმა?
ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ძლიერი, გონიერი, მხიარული, ნაკლებად იავადმყოფოს, ჰქონდეს მყარი იმუნიტეტი, ადვილად ებრძოლოს ვირუსებსა თუ ინფექციებს, იყოს ჯანმრთელი ფიზიკურადაც და გონებრივადაც, კარგად ისწავლოს ბაღსა და სკოლაში, იყოს მოტივირებული და მხიარული. ეს ჩვენი, მშობლების ყველაზე დიდი სურვილია და ცდას არ ვაკლებთ ამისთვის. თუმცა ხანდახან მაინც გვჭირდება იმ აღიარებული ჭეშმარიტებების გახსენება, რომ ყოველივე ზემოჩამოთვლილისთვის აუცილებელია, ბავშვი უზრუნველვყოთ საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით და ეს ყოველივე მივაწოდოთ მას ბუნებრივად, ჯანსაღი
საკვებისა და სასმელის სახით.
გვჭირდება საკუთარი თავისთვის იმის შეხსენებაც, რომ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მიაწოდოთ მავნე საკვები, ე.წ. ჯანქფუდი, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ტრანსცხიმები, ცუდი ნახშიწყლები, კონსერვანტებით, საღებავებით და მავნე ნივთიერებებით სავსე ტკბილეული... მართალია, ამ ყველაფრით სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა და გარშემო სულ არის საცდური, მაგრამ მშობლები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, დაიცვან ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, როცა ჯერ კიდევ ადვილად შეიძლება გავაკონტროლოთ ის, თუ რით იკვებება ჩვენი შვილი და როცა საფუძველს ვუყრით მის ჯანმრთელობას და იმუნიტეტს მომავალში.
მაინც რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვმა ყოველდღიურად მიიღოს საკმარისი ოდენობის საჭირო ნივთიერებები, რაც მას ხელს უწყობს სწორ ზრდა-განვითარებაში?
ბავშვის მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ის პროდუქტები, რომლებიდანაც ყოველდღიურად მიიღებს ყველას საჭირო
ვიტამინს, ცილებს, ცხიმებს, ომეგა3-ს და ა.შ. ჯანსაღი ბოსტნეული, სეზონური ხილი, მარცვლეული ფაფების სახით, ხორცი (ქათამი, საქონელი, კურდღელი, თევზი), რძის ნაწარმი, თხილეული...
უნდა ეცადოთ, რომ ცხიმის სახით გამოიყენოთ ძირითადად ზეითუნის ზეთი და ნაღების კარაქი - ეს ორი ძალიან სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი. ტკბილეულიც, მაგალითად, საბავშვო ორცხობილებ, ბისკვიტები, ნამცხვრები, აუცილებლად კარაქზე უნდა იყოს დამზადებული და არა საეჭვო და მავნე ცხიმებზე, არომატიზატორების და გმო-ს გარეშე.
თუ ბავშვს მიაჩვევთ ასეთ, ჯანსაღ ტკბილეულს, შემდგომში ის ნაკლებად მოტყუვდება მდარე ხარისხის საკონდიტრო თუ სხვა სახის ნაწარმით.
მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, მიიღოს ბავშვმა სანდო და ჯანსაღი პროდუქტი, სავსე ვიტამინებითა და მინერალებით. სვას ბევრი წყალი, იყოს ფიზიკურად აქტიური - ასე გაცილებით მშვიდად იქნებით მისი ჯანმრთელობის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების და წარმატებული მომავლის მხრივ.

1154
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```