რომელი ნაყინი არ უნდა ვაჭამოთ ბავშვს? - ექიმების პასუხი
რომელი ნაყინი არ უნდა ვაჭამოთ ბავშვს? - ექიმების პასუხი
რომელი წლიდან შეგვიძლია ბავშვს ნაყინი ვაჭამოთ და რომელია მაქსიმალურად სასარგებლო? და შინაურული ნაყინის მარტივი რეცეპტი.

ცხელ ზაფხულში ცივ ნაყინზე კარგი გამაგრილებელი დესეტი არ არსებობს. მაღაზიები ყველანაირი ნაყინი იყიდება და უნდა ვისწავლოთ კარგის ცუდისგან გარჩევა.
mshoblebi
ექიმები გვირჩევენ
პედიატრების აზრით, ნაყინი ბავშვს შეგვიძლია ვაჭამოთ სამი წლიდან და ისიც მხოლოდ თეთრი, ცხიმიანობით 0,5-7,5 პროცენტი. ხილის ნაყინი (იმ ხილის, რომელიც ბავშვმა უკვე გასინჯა და ალერგიული რეაქცია არ აღენიშნა), 2 წლიდან. ხოლო ნაღების და პლომბირი
ცხიმიანობით 8 პროცენტი მხოლოდ 4 წლიდან და ისიც დღეში ერთი ულუფა.

უნდა გახსოვდეთ, რომ ნაყინი არ შეიძლება ბავშვებისთვის, ვისაც ალერგია აქვს რძეზე. აგრეთვე, დიაბეტიანებისა და იმათთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაყინი შედგება შაქრისგან, მარტივი ნახშირწყლებისგან და მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. ამიტომ, მისი ჭამა არ შეიძლება ძილის წინ და ჭამის შემდეგ. უმჯობესია, ბავშვს ნაყინი აჭამოთ საუზმესა და სადილს ან სადილსა და ვახშამს შორის.

სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი რომ არ გამოიწვიოთ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ: ბავშვს ნუ აჭმევთ ნაყინს ქუჩაში, ძლიერ სიცხეში. კონტრასტული ტემპერატურა შეიძლება საზიანო იყოს ბავშვის ყელისთვის. უმჯობესია,
ნაყინი ოდნავ შემდნარი იყოს. 10-15 გრადუსიანი ტემპერატურა ოპტიმალურად ითვლება.
mshoblebi
როგორ ავარჩიოთ ნაყინი
პირველ რიგში ეტიკეტს უნდა დააკვირდეთ. კეთილსინდისიერმა მწარმოებელმა უნდა მიუთითოს: პროდუქტის შემადგენლობა, ვადა, შენახვის პირობები და სტანდარტი.

1. ნაყინის დასახელება

თუ ნაყინი არა ნატურალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული, მაშინ დასახელების "პლომბირი", "ესკიმო" გვერდით უნდა ეწეროს: "რძისშემცველი პროდუქტი" ან "კომბინირებული პროდუქტი". ასეთი დესერტი კი ბავშვს არ უნდა აჭამოთ.

2. შემადგენლობა
კარგი ნაყინის შემადგენლობაში ყველა ინგრედიენტი ნატურალური უნდა იყოს. პირველ რიგში უნდა ეწერს რძე და არა წყალი (ხილი, თუ ნაყინი ხილისაა).

3. შენახვის წესები და ვადა
არასდროს შეიძინოთ ვადაგასული ნაყინი. აგრეთვე, ნაყინი არ უნდა იყოს გამლღვალი და ყინულის კრისტალებით. ეს მიუთითებს, რომ ნაყინს არასწორ ტემპერატურაზე ინახავენ.

ნაყინის სახეობები
ხილის ყინული - კენკროვან-ნაყოფიან საფუძველზე შექმნილი ნაყინი.
გაყინული წვენი - ხილის (კენკრის) წვენი ან ყინული ნატურალური ან ნატურალურთან იდენტური და საღებავიანი.
არომატული ნაყინი - იგი დამზადებულია შაქრის ვაჟინის, საღებავისა და არომატიზატორისგან.
mshoblebi
საოჯახო ნაყინი
რა თქმა უნდა, მაღაზიაში ნაყიდზე სასარგებლო ნაყინს თავად მოამზადებთ. ის შეგიძლიათ მიირთვათ ლამაზი ფიალიდან ან ვაფლის კონუსიდან, ჭიქიდან. უნდა გახსოვდეთ, რომ საოჯახო ნაყინი ერთ კვირაზე მეტ ხანს არ ინახება. მარტივ და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.

ნაყინი თხილით
დაგჭირდებათ 3 კვერცხის გული, 100 გრამი შაქარი, 100 გრამი დამტვრეული თხილი, 300 გრამი ნაღები, ვანილი, ხილი.
1. კვერცხის გულები შაქართან ერთად ასრისეთ. შემოდგით გრილ წყლის აბაზანაზე და გათეთრებამდე ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ.
2. ნაღები ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხის გულიან მასას, შეურიეთ თხილი და ვანილი. გადაურიეთ და შეინახეთ მაცივარში. მასა პერიოდულად უნდა გამოიღოთ და ურიოთ.
3. როცა მასა ბოლომდე გაიყინება, შეგიძლიათ ფორმებში ან ვაფლის ჭიქებში გადაიტანოთ. ხილი - მსხალი ან ატამი დააჭერით და მორთეთ საოჯახო ნაყინი. გემრიელად მიირთვით.
ტეგები: ნაყინი
4993
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?