რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბავშვს სიმინდს ვაჭმევთ და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას?
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბავშვს სიმინდს ვაჭმევთ და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას?
სიმინდი უძველესი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან გავრცელდა. მაიას და აცტეკების ტომების ხალხები მას სიცოცხლის შემანარჩუნებელ საკვებს უწოდებდნენ.
მოხარშული თუ შემწვარი, ფაფების და სალათების სახით, შინ თუ ცხელ პლაჟებზე - ზაფხულში ის ყველასათვის საყვარელი და მოთხოვნადი საკვებია!

სასარგებლოა თუ არა სიმინდი ბავშვისათვის?

მოდით, ვნახოთ, რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიავს ეს პროდუქტი.
  • ვიტამინებით დავიწყოთ - B ჯგუფის ვიტამინების კომპლექი იმ ნივთიერებათა ერთობლიობაა, რაც სიმინდს ბავშვისათვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტად აქცევს. ნიაცინი შაქრის და ცილების
    ცვლაში მონაწილეობს, თიამინი და პირიდოქსინი აუცილებელია მისი თავის ტვინის და ნერვების ფუნქციონირებისათვის.ფოლიუმის მჟავას მარილები სისხლწარმოქნის პროცესში მონაწილეობენ და ანემიის განვითარებისაგან იცავენ. A ვიტამინი აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირების, ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აუჯობესებს კანის სტრუქტურას, მხედველობას. K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესებში მონაწილეობს.
  • სიმინდი იმ მინერალებითაა მდიდარი, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარების, მისი ძვლოვანი, იმუნური, სისხლმბადი სისტემის ფორმირებისათვისაა აუცლებელია, შეიცავს რა დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას და სელენს.
  • ანტიოქსიდანტები, რომელთაც სიმინდი შეიცვას, უჯრედებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს, ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიმისვნური დაავადებების პროფილქტიკისათვის სიმინდი განსაკუთრებით სასარგებლო მარცვლეულია.
  • დადგენილია სიმინდის გავლენა სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონეზე.
  • თუ თქვენი პატარა ყაბზობისაკენაა მიდრეკილი, სიმინდის მიღება მას ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაეხარება, რადგან იგი დიდი
    რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს შეიცავს. საკვები ბოჭკოები ხელს უწყობენ ნაწლვთა პერისტალტიკის გაძლიერებას, "მეგობარი" ბაქტერიების ნორმალურ ფუნქციონირებას.
საეჭვოა, რომ სიმინდის ქიმიური შემდგენლობა მაიას და აცტეკების ხალხებმა იცოდნენ, თუმცა ამ მარცვლეულის სასარგებლო თვისებებს რომ გადახედავ, ადვილი მისახვედრია, რატომ ერქვა მას სახელად სიცოცხლის გადარჩენელი.

როდიდან მივცეთ პატარას სიმინდი?

4-6 თვიდან, როცა ბავშვს დედის რძესთან ან ხლოვნურ ნარევთან ერთად დამატებითი კვება ენიშნება, სხვა ბურღულის ფაფასთან ერთად სიმინდის ფაფაც უნდა შესთავაზოთ.
არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის პატარას მოხარშული სიმინდის მარცვლები, რათა თავიდან აიცილოთ მისი სასუნთქ გზებში გადაცდენა.
თუ თქვენი პატარა ჭარბი წონისაკენაა მიდრეკილი, სიმინდის დიდი რაოდენობით მიცემა არ ღირს შაქრის მაღალი შემცველობის გამო. გახსოვდეთ, რომ 100 გრ სიმინდი 342 კკალ ენერგიას შეიცავს.

და ბოლოს, სანამ ზღვის სანაპიროზე ნებივრობისას ბავშვისათვის მოხარშული სიმინდის ყიდვას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ ნაწლავური ინფექციები. სიმინდი აუცილებლად უნდა იქნას მომზადებული ჰიგიენის წესების სრული დაცვით, ხოლო მირთმევის წინ პატარას ხელები აუცილებლად უნდა დაბანოთ.

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე
5064
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```