ბავშვის კვებითი ქცევები ორ წლამდე ფორმირდება მეცნიერებმა საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს ბავშვის კვებასა და მის გემოვნებით მიდრეკილებებს შორის. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული დასკვნები იმ მშობლებს დაეხმარებათ, რომელთაც სურთ შვილებს ჯანსაღი გასტრონიმიული ჩვევები ჩამოუყალიბონ. აღმოჩნდა, რომ ორ წლამდე ბავშვის კვება ნაკლებად შერჩევითია, ვიდრე შემდეგ წლებში. და ბავშვი ნაკლებად ამბობს ხოლმე შემდგომში უარს იმ პროდუქტებზე, რომელთა ჭამასაც სიცოცხლის პირველ წლებში მიეჩვია.
ორ წლამდე ბავშვი გაცილებით იოლად სინჯავს მისთვის უცხო საკვებს და რასაც შედარებით ხშირად აჭმევენ, მის გემოს ეჩვევა კიდეც. ორი წლის შემდეგ მათი ცნობისმოყვარეობა საკვების მიმართ სუსტდება და არათუ ახალ კერძებს, უწინდელებსაც კი ტუჩს აუბზუებენ ხოლმე. ამ დროს თუ ადრეულ ასაკში მიჩვეულნი არიან თევზის, სასარგებლო ბოსტნეულის, ხორცისა და ხილის გემოს, უფრო ადვილადაც აგრძელებენ მათ მირთმევას.
ასე რომ, მეცნიერები მშობლებს ურჩევენ, ორ წლამდე ბავშვის რაციონი გაამდიდრონ სასარგებლო პროდუქტებით და ის მათ შემდგომ წლებშიც "უერთგულებს".