გოგრის თესლის სასარგებლო თვისებები
გოგრის თესლის სასარგებლო თვისებები
გოგრისგან აკეთებენ ფქვილს, მიირთმევენ მის რბილობს, თუმცა განსაკუთრებით, სასარგებლო თვისებების გათვალისწინებით, გოგრის თესლი გამოირჩევა. ერთი მუჭა გოგრის თესლი სასწაულებრივად კლავს შიმშილის გრძნობას. გოგრის თესლს სხვა უმარავი სარგებლის მოტანაც შეუძლია ადამიანისთვის, მთავარია ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიხმაროთ იგი.

რითი არის სასარგებლო გოგრის თესლი

გოგრის თესლი მდიდარია ომეგა 3-ითა და E ვიტამინით. ეს ვიტამინები აუცილებელია თმის, ფრჩხილისა და კანისათვის.
გოგრის თესლი მდიდარია ასევე ფიტოესტროგენით, რაც უთანაბრდება ქალის ჰორმონს. ამიტომ ეს პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. მეცნიერები
ასვე ამტკიცებენ, რომ გოგრის თესლი დაბლა წევს მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს.
ასევე ძალიან სასარგებლოა გოგრის თესლი მოზარდებისთვის, იგი ძალიან ეფექტურად ებრძვის აკნეს. საქმე ის არის, რომ ეს პროდუქტი ასევე მდიდარია თუთიით, რაც ასე საჭიროა ჯანსაღი კანისთვის. დღეში ერთი ჩაის კოვზი გოგრის თესლის მირთმევა ამ პრობლემას მოაგვარებს, ეს ძალიან კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
იმისათვის, რომ გონებამ სხარტად და კარგად იმუშაოს, საჭიროა მისი კვება. 70 გრ გოგრის თესლი შეიცავს ფოსფორის დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია არა მარტო ტვინისთვის, არამედ ძვლებისთვისაც. აქედან გამომდინარე,მ ეს პროდუქტი ამაგრებს ძვლებს, ხერხემალსა და სახსრებს. თევზში, მაგალითად, ფოსფორის რაოდენობა 2,5-ჯერ ნაკლებია.
მამაკაცებში გოგრის თესლი ძალიან უხდება წინმდებარე ჯირკვლებს. თუთია ხელს უშლის ისეთი პრობლემების
წარმოქმნას, როგორიც არის პროსტატა და უშვილობა. იგი ამაღლებს პოტენციასა და ძალიან ეფექტურია ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სამკურნალოდ.
როგორც იცით, გოგრის თესლით ებრძვიან ასევე ჭიებს. ეს უკვე დიდი ხნის და გამოცდილი მეთოდია.
და ბოლოს, გოგრის თესლის ჭამა უბრალოდ სახალისო და სასიამოვნო პროცესია, იგი შეიცავს ამინიომჟავას, რომლისგანაც ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის სეროტორინს, ბედნიერების ჰორმონს. ასე რომ, გოგრის თესლით შესაძლოა დეპრესიასაც კი გაუმკლავდეთ.
წყარო
ტეგები: გოგრა ჭიები
5582
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```