პაწაწინა კვერცხი იმდენ შეუცვლელ და ძვირფას ნივთიერებას შეიცავს, რომ აუცილებლად მოგინდებათ, განიხილოთ მისი მიცემის საკითხი პატარების კვებისათვის სუპერმაკეტში მაცივრის დახლთან დგახართ და კვერცხს არჩევთ - თეთრი თუ მოყავისფრო, პირველი თუ მეორე კატეგორიის, სოფლის თუ ფერმის? და უცებ თქვენი მზერა პაწაწინა, მუქლაქებიან კვერცუკებზე ჩერდება.
არასოდეს განგიხილავთ მწყერის კვერცხი არჩევანის გაკეთებისას?
ეს პაწაწინა კვერცხი იმდენ შეუცვლელ და ძვირფას ნივთიერებას შეიცავს, რომ აუცილებლად მოგინდებათ, განიხილოთ მისი მიცემის საკითხი პატარების კვებისათვის.
და რატომაც არა?
კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მწყერი ქათმისაგან განსხვავებით, იშვიათად ავადობს ინფექციური დაავადებებით, ამიტომ მას იშვიათად სჭირდება მედიკამენტები და არ უტარდება აცრები, რაც გამორიცხვას მწყრის ორგანიზმში და მის კვერცხში ამ ნივთიერებების მოხვედრას.
საოცარი ნივთიერების, ოვომუკოიდის შემცველობის გამო მწყრის კვერცხს ანტიალერგიული თვისებები აქვს. ახლა, მოდი, ვნახოთ, რა შეუძლია მწყერის კვერცხის სისტემატური მიღებას? A ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის მხედველობას აუმჯობესებს. ცილების განსაკუთრებული შემცველობის გამო კი აძლიერებს იმუნიტეტს, წარმოადგენს საშენ მასალას ორგანიზმისათვის და ხელს უწყობს ბავშვის ინტენსიურ ზრდა-განვითარებას. კალიცუმის, ფოსფორის და D ვიტამინის მაღალი შემცველობა რაქიტის პროფილაქტიკის და ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარებისათვისაა საჭირო. ოვომუკოიდი მწყერის კვერცხს ჰიპოალერგიულ პროდუქტად აქცევს. განსაკუთრებული შემადგენლობის გამო მწყრის კვერცხი ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას, აუმჯობესებს დამახსოვრების უნარს ბავშვებში. რკინის მაღალი შემცველობა ანემიის განვითარებისაგან დაგვიცავს.
ყველაფერს თავისი დოზა აქვს და ეს პაწაწინა კვერცხებიც დოზირებულად უნდა მივცეთ პატარებს.
დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლებელია შეკრულობა, გაზების დაგროვება გამოიწვიოს.
6 თვიდან 1 წლამდე შეგიძლიათ კარგად მოხარშული 1 კვერცის მხოლოდ გული მისცეთ. 1-დან 3 წლამდე პატარას 1-2 მთლიანი კვერცხი შესთავაზეთ 3 წლიდან 10 წლამდე - 3 ცალი კვერცხი 10 წლიდან 3-4 ცალი კვერცხი საკმარისია.
ხშირად მწყრის კვერცხს უმად მიირთმევენ და სალმონელოზის შიში არ აქვთ, რადგან მწყერს ქათმისაგან განსხვავავებით ეს დაავადება პრაქტიკულად არ ემართება. თუმცა არსებობს სალმონელოზის მაგვარი სხვა ინფექცია. ამიტომ სჯობს მწყრის კვერცხი მოხარშოთ.
ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით, ის ძალიან სწრაფად, 5-6 წუთში იხარშება. თუ თქვენ ხანგძრძლივად გააგრძელებთ ხარშვას, კვერცხი გული უსიამოვნოდ გამუქდება, ცილა კი რეზინასავით გახდება. გარდა ამისა, სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილიც დაიშლება.
1 წლის ასაკის ზემოთ პატარას მწყრის კვერცხი შემწვარიც შეგიძლიათ შესთავზოთ.
ნურც თქვენს თავს დაივიწყებთ. მწყრის კვერცხი თქვენი სახის კანისათვის შეუცვლელი პროდუქტია.
აი, ძალიან ეფექტური ნიღბის რეცეპტი:
დაგჭირდებათ 3 ცალი მწყრის კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. პროდუქტები ერთმანეთში აურიეთ და სახეზე წაისვით თვალის ირგვლივი არეების გარდა. ჩამოიბანთ თბილი წყლით 20 წუთის შემდეგ.
ეფექტი ძალიან მოგეწონებათ
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე