უპირატესობა ყოველთვის უფრო ღია ფერის ბურღულს მიანიჭეთ - ის უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს იცით, საიდან მოაღწია ჩვენამდე წიწიბურამ?
მისი სამშობლო ინდოეთი და ნეპალია, ჰიმალაიში ახლაც გვხვდება წიწიბურას გარეული ჯიშები. ამ ქვეყნებში საუკუნეთა მანძილზე წიწიბურას შავ ბრინჯს უწოდებდენენ.
სასოფლო-სამეურნეო კულტურად ის 5000 წლის წინ იქცა.
აზიისა და ევროპის ქვეყნებში, ასევე კავკასიაში წიწიბურა სავარაუდოდ, მონგოლებთან ერთად მოვიდა.
ამ საოცარ მცენარეს არ ეშინია სარეველების, პირიქით, ის თვითონ აშინებს უსარგებლო მცენარეებს. სწორედ ამიტომ წიწიბურას მოსაყვანად პესტიციდების და სასქუების გამოყენება უხშირესად საჭირო არ არის. არ არსებობს გენური ინჟინერიით მიღებული წიწიბურაც.
წიწიბურა შეიცავს ცილების უნიკალურ შემდგენლობას, რასაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მათ შორის წიწიბურას შემადგენლობაშია არგინინი და ლიზინი, რაც შეუცველელ ამინომჟავებს განეკუთვნება.
მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდების ცვლას. ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.
წიწიბურა უხვად შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რაც ხელს უწყობს ნაწლავების პერსიტალტიკის გაძლიერებას, მეგობარი ბაქტერიების გაძლიერებას და ყაბზობის პროფილქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
⚡️ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, რომელთა დიდი ნაწილი ძნელად შესათვისებელია, ამიტომ პატარა ბუთხუზებისათვის ის დიეტური საკვებია.
წიწიბურა იოდის, თუთიის, მოლიბდენის, სპილენძის, რკინის, ასევე B1, B2, PP, E ვიტამინების საუკეთესო წყაროა.
ფოლიუმის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს სისხლწარმომქნელ პროცესებს, წიწიბურაში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ბურღულეულში, ამიტომ ის ანემიის დროს საუკეთესო საკვებია.
შეიცავს ფოსფორს და კალციუმს, რაც აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათის.
ჰიპოალერგიული ბურღულია.
არ შეიცავს გლუტენს. ადვილი მოსანელებელია და ამიტომ ვირჩევთ პირველ ბურღულად ჩვილების კვებისათის.
როცა წიწიბურას არჩევთ, უპირატესობა ყოველთვის უფრო ღია ფერის ბურღულს მიანიჭეთ - ის უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
შეგახსენებთ, ჯანმრთელი კვების თანამედროვე პრინციპების მიხედვით, რასაც „ჩემი თეფში“ ჰქვია, ბურღულეული დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეიცავდეს.
წიწიბურა პატარას შეგიძლიათ ბოსტნეულთან ან ხილთან ერთად შესთავაზოთ.
აი, ორი საინტერესო და გემრიელი იდეა 5-6 თვის ასაკიდან:
პატარა ზომის დაჭრილი ყაბაყი მოთუშეთ 5-6 წუთის მანძილზე. 1 კარგად სავსე სუფრის კოვზ დაფქულ წიწიბურას დაასხით წყალი და მოხარშეთ კრემისებური მასის მიღებამდე. ჩაამატეთ მოთუშული ყაბაყი, მიღებული მასა ათქვიფეთ ბლენდერით და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი ქვაბში, დაუმატეთ რამდენიმე ცალი ქიშმიში, დაჭრილი თითო შავი ქლიავის და ჭერმის ჩირი. მოხარშეთ, დაამატეთ პასტერიზებული რძე ან ხელოვნური ნარევი (თუ პატარა ხელოვნურ კვებაზე გყავთ), და ათქვიფეთ მიქსერით. მიღებულ ერთვაროვან მასას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე