კურდღლის ხორცი იმდენად სასარგებლოა და უნიკალურია, რომ მშობლებმა ეს უნდა იცოდნენ
საქართველოში კურდღლის ხორცის წარმოება თანდათან მატულობს. შესაბამისად, სუპერმარკეტებშიც ხშირად გვხვდება. ეს ხორცი იმდენად სასარგებლო და უნიკალურია, რომ მშობლებმა მის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ.
კურდღლის ხორცი ცნობილია მისი გამორჩეული გემოთი, ამავდროულად იგი დიეტური და ნოყიერია. სტატიიდან შეიტყობთ, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის კურდღლის ხორცის მიცემა და როგორ მოვამზადოთ პატარებისთვის.
კურდღლის ხორცში ორჯერ მეტი რკინაა, ვიდრე სხვა ხორცში. ამიტომ მას იყენებენ ბავშვების რაციონში ანემიის დროს. ფოსფორი ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას და აძლიერებს ძვლის ქსოვილს. შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, მარგანეცს, ფტორს და სხვადასხვა მინერალს.. კურდღლის ხორცს ხშირად ნიშნავენ სამკურნალო დიეტებში. ხორცი სასარგებლოა ლიპიდური ცვლისთვის, გასტრიტის, კუჭის წყლულის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის პრობლემების, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის და სხვა დაავადებების დროს. მასში არ გროვდება ტოქსიური ნივთიერებები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მიიღებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ორგანიზმიდან გამოჰყავს რადიაცია - ამ მიზეზით აუცილებლად ენიშნებათ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად არასასურველ ადგილებში. აჩქარებს გამოჯანმრთელებას ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
კურდღლის ხორცი ჰიპოალერგიული პროდუქტია. ამიტომ რეკომენდირებულია დამატებითი კვების დაწყებიდანვე მისი მიცემა.
თავდაპირველად, რეკომენდირებულია მხოლოდ კურდღლის ხორცის პიურეს სახით მიცემა, თანდათან შეგიძლიათ გადახვიდეთ კომბინირებულ საკვებზე- ხორცს დამატებული ბოსტნეული და ფაფები. მოგვიანებით, როდესაც ბავშვს ამოუვა კბილები, შეგიძლიათ მისცეთ ფარშისგან დამზადებული კატლეტები.
• კურდღლის ხორცი უფრო ნაზი და რბილი იქნება, თუ მომზადებამდე 2-3 საათით ჩადებთ წყალში.
• თუ გადაწყეტთ ღუმელში მომზადებას, გირჩევთ დაჭრილი მოამზადოთ და არა მთლიანი, რადგან უფრო წვნიანი გამოვა.
• მზად არის თუ არა ხორცი, შეგიძლიათ მარტივად გაიგოთ: ჩაარჭეთ მასში დანის წვერი ან ასანთის ღერი. თუ უფერო სითხე გამოვიდა და არა სისხლი, ე.ი ხორცი მზადაა.
პროდუქტები: რბილი ნაწილი-100გრ, 50 გრ-გოგრა, 100მლ.-რძე, 2ც. მწყერის (თუ ბავშვი არ არის ალერგიული)ან ქათმის -1ც. კვერცხი, პატარა პურის ნაჭერი, მარილი.
პური დაალბეთ რძეში. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მოათავსეთ ბლენდერში (კვერცხის ცილის გარდა) ცილა ცალკე ათქვიფეთ და დაამატეთ დაბლენდერებულ მასას. მარილი უყავით გემოვნებით. მიღებული მასა მოათასეთ წინასწარ ცხიმწასმულ ფორმებში და მოათავსეთ ღუმელში. მომზადების სავარაუდო დრო 40 წუთია.
კურდღლის წვნიანი
პროდუქტები: კურდღლის ფილე-200გრ, 1-2 საშუალო ზომის კარტოფილი, კომბოსტო, ბროკოლი, ან ყვავილოვანი კომბოსტო-300გრ, წყალი -1 ლიტრი.
რეცეპტი განკუთვნილია 10-12 თვის ბავშვზე. ხორცი დაჭერით ნაჭრებად, დაადგით მოსახარშად. მოხადეთ ქაფი და დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და ხარშეთ 45-50წთ. დაუმატეთ კარტოფილი და ბოსტნეული. ხარშეთ 15 წუთი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. სურვილის მიხედვით დუმატეთ ოხრახუში და კამა.
ორთქლში მომზადებული კოტლეტები
პროდუქტები: 200გრ.-ფილე, 2ც. მწყერის ან 1ც. ქათმის კვერცხი, 100გრ. თეთრი პური, დაჭრილი ხახვი (საშუალო ზომის), 100-125 მლ. რძე, მარილი. დაჭერით ხორცი, პური ჩაალბეთ რძეში, ჩამოთვლილი პროდუქტი დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, გადაურიეთ და გააკეთეთ პატარა კატლეტები. წყლის ადუღებიდან 30-35 წთ. -ში მზად იქნება. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაფა ან ბოსტნეული.