ნივრის საწებელი, რომელიც გრიპის სეზონზე ოჯახის მენიუში ხშირად უნდა ჩართოთ
ნივრის საწებელი, რომელიც გრიპის სეზონზე ოჯახის მენიუში ხშირად უნდა ჩართოთ
როცა სეზონური გრიპი მწვავდება, ყველანი ვცდილობთ, მაქსიმალურად გავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები. სამწუხაროდ, გრიპისგან დამცავი ყველაზე ძლიერი საშუალება - სეზონური ვაქცინაცია, ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ქვეყანაში პოპულარული. ამიტომ უმრავლესობა ისევ მამა-პაპურ მეთოდს - ნიორს და ვიტამინ ც-ს მიმართავს. რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსს ვერ ებრძვიან, მაგრამ ორივე მათგანს აქვს ორგანიზმის გაძლიერების ფუნქცია და გარკვეული სარგებელიც მოაქვს. სამაგიეროდ, უმი ნივრის ჭამა არც ისე ადვილია - საკმაოდ მწარეა და საკვებთან გაზავების გარეშე ბევრი
ვერ მიირთმევს. პროფილაქტიკისთვის კი დღეში 2-3 კბილი ნიორი მაინც უნდა მიიღოს მოზრდილმა ადამიანმა. თუ გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები გაწუხებთ, ბევრი ნივრის ჭამას არ გირჩევთ

რასთან ერთად შეიძლება მივიღოთ ნიორი ისე, რომ უმად დარჩეს და მისი გემო შედარებით განეიტრალდეს.
ამისათვის კარგად გამოგადგებათ მაწონი. გახეხეთ 2-3 კბილი ნიორი, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი მაწონი, შეაზავეთ მარილით. ძალიან უხდება სვანური მარილიც. ეს საწებელი მხოლოდ პურთან ერთადაც რომ მიირთვათ, გემრიელიცაა და ნივრისგან გამოწვეულ დისკომფორტსაც ამცირებს.
ეს საწებელი ძალიან უხდება როგორც ფრინველის, ასევე საქონლის ხორცსაც და ბოსტნეულის სალათსაც.

საერთოდ, როცა გრიპისა და სხვა ვირუსების სეზონია, ჯანსაღი კვებაც პროფილაქტიკურ ღონისძიებებში შედის. სრულიად ჯანმრთელმა ადამიანებმაც კი, ვინც არანაირ სიმპტომს არ
უჩივის, უპირატესობა მსუბუქ და ჯანსაღ საკვებს უნდა მიანიჭონ. არ უნდა გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე და რთულად მოსანელელებელი საკვებით. ხელი შეუწყვეთ ორგანიზმს, რომ ინფექციებს კარგად გაუმკლავდეს.   


1918
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```