5 პროდუქტი, რომელიც კიბოს პრევენციას ახდენს - რას გვირჩევს ექიმი ლაშა უჩავა?
 5 პროდუქტი, რომელიც კიბოს პრევენციას ახდენს - რას გვირჩევს ექიმი ლაშა უჩავა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გამოვლენილი ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევის მესამედის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, - თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილება (როგორც პასიური, ასევე აქტიური); ფიზიკური აქტივობა; ჯანსაღი კვება; სკრინინგ პროგრამებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.

მინდა, თქვენი ყურადღება ჯანსაღ კვებაზე შევაჩერო, უფრო კონკრეტულად კი იმ საკვებ პროდუქტებზე, რომლებიც თავიანთი უნიკალური თვისებებით კიბოს პრევენციას ახდენენ. რომელი პროდუქტები ებრძვიან კიბოს უჯრედებს და რამდენად მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად? - ამ საკითხებზე
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მოგვითხრობს.

- ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა ბევრად უფრო რთულია ვიდრე პრევენციის გატარება, მეცნიერების დასკვნით ცნობილია, რომ სამყაროში არსებული დაავადებების დაახლოებით, 70% ვითარდება არასწორი კვებით
და არსებული დაავადებების დაახლოებით 60-65% -ის განკურნება შესაძლებელია სწორი კვებით. სწორი კვების პრინციპებით ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ ბევრი დაავადების პრევენცია და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების, კიბოს გამომწვევი შეიძლება, ბევრი რამ იყოს (გენური ინჟინერია, კონსერვანტები, ემულგატორები, დაბინძურებული გარემო და ა.შ).
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კიბოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არასწორი კვებაა.
არსებობს გარკვეული ნივთირერებები, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ანუ ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ნივთიერებები და ამ ნივთიერებებს შეიცავს ზოგიერთი საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით კი მკვეთრი ფერის მქონე ხილი და ბოსტნეული,
მაგ: პომიდორი, კურკუმა, ჟოლო, ყურძენი და ჭარხალი

პომიდორი
პომიდორში არის ნივთიერება, რომელსაც ლიკოპენი ქვია, სწორედ ამ ნივთიერებას უკავშირებენ მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური ეფექტით უსწრებს ვიტამინ ა-ს და ბეტა-კაროტინს, ასეთივე პიგმენტი, სხვათა შორის, წითელ წიწაკაშიცაა. პიგმენტი ნარჩუნდება როგორც ცოცხალ პროდუქტში, ასევე კეტჩუპებში, ტომატებში, პომიდვრის წვენში და სოუსებშიც. კვლევამ დაადასტურა, რომ პომიდვრის ტომატით დამზადებული საკვების მიღება ყოველდღიურად მთელი თვის განმავლობაში პროსტატის კიბოს რისკს 20%-ით ამცირებს.


ჟოლო
ჟოლო დიდი ხანი ცნობილია, რომ გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებით. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მჟავა და ანთებითი პროცესების განვითარების შეფერხებაში, რითაც ასევე ხელს უშლიან კიბოს უჯრედების გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში.
16507
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```