რატომაა სასარგებლო და როდიდან მივცეთ პატარას ხაჭო
რატომაა სასარგებლო და როდიდან მივცეთ პატარას ხაჭო
მესოპოტამიის უძველეს ტაძარში იპოვეს ხეზე ამოკვეთილი სურათი, რაც სავარაუდოდ, ხაჭოს მიღების რიტუალას აღწერს. ხეზე ნაკვეთი ეს სურათი 3000 წლის წინანდელია.
რძისაგან ხაჭოს მიღება შემთხვევით მოხდა - ცხოველის კუჭს ძველი ადამიანები ხშირად კონტეინერებად იყენებდნენ. ფერმენტული აქტივაციის გზით მასში შენახულმი რძე აიჭრა და ხაჭოდ იქცა.
ხაჭო რძემაჟავა პროდუქტია. ის მიიღება ფერმენტებითა და რძემაჟავა ბაქტერიებით რძის შედედების პროცესში.

მინერალებისა და ცილის საბადო

ხაჭო ცილის საუკეთესო წყაროა. გასული საუკუნის დასაწყისში, როცა ევროპაში პირველი მსოფლიო ომი
მიმდინარეობდა, ამერიკელები ხორცს ზოგავდნენ, ამიტომ ექიმები ხშირად მოუწოდებდნენ მოზრდილ მოსახლეობას ხორცის სანაცვლოდ ხაჭო მიეღოთ, როგორც ხორცის საუკეთესო ალტერნატივა, ხორცი კი პატარებისათვის მიეცათ.
ხაჭო შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, მათ შორის მეთიონინს და ტრიფტოფანს, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის, აგრეთვე ნერვული და სისხლმბადი სისტემების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინგრედიენტებია.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ხაჭოს
ცილებს ორგანიზმი გაცილებით უკეთესად და სწრაფად ითვისებს, ვიდრე ხორცის ცილას.
კალციუმი და ფოსფორი, რაც საკმაო რაოდენობითაა ამ პროდუქტში, აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულყოფილი განვითარებისათვის, ხაჭოში ადვილად ასათვისებელი ფორმითაა წარმოდგენილი.
ხაჭო შეიცავს ასევე B ჯგუფის, PP, A და E ვიტამინებს, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფტორს.

რამდენი და როდიდან


ხაჭო ცილით მდიდარი პროდუქტია, ის შეიცვას ცილის დიდი ზომის მოლეკულებს, რის
გამოც გარკვეულწილად დატვირთაა პატარას უმწიფარი თირკმლებისათვის. ამიტომ მისი მიცემა 10 თვის ასაკიდანაა რეკომენდებული და არაუმეტეს 40-50 გრამისა დღიურად.
პატარს ხაჭოს ადვილად მოაწონებთ, თუ ამ პროდუქტს მის საყვარელ ხილს შეურევთ.
ხაჭო ძალიან უხდება აგრეთვე ბანანისა და ავოკადოს პიურეს.
გახსოვდეთ, ხაჭო მალფუჭებადი პროდუქტია, მასში სწრაფად მრვალდებიან ბაქტერიები, ამიტომ თუ პატარამ შეტავაზებული ხაჭოს ულუფა ბოლომდე არ მიირთვა, მაციბვარში ნუღარ შეინახავთ. სჯობს გადაგდოთ და შემდეგი კვებისათვის ახალი ულუფა შესათვაზოთ.

როგორ მოვამზადოთ მტკნარი, გემრიელი ხაჭო სახლის პირობებში


200 გრამ ცივ რძეს დაამატეთ 2 ჩაის კოვზი კალციუმის ქლორიდი 10% ხსნარი, რომელიც აფთიაქებში იყიდება. მიღებული ამას დადგით ცეცხლზე და წამოადურეთ. რძე აიჭრება. მიღებული მასა გადაწურეთ. დაუმატეთ ხილი.

ომლეტი ხაჭოთი 1 წლიდან


2 კვერცხი ათვქიფეთ, შეურიეთ 100 გრამი ახალი ხაჭო, დაამატეთ 100 მლ რძე და ათქვიფეთ კარგად. ზეთიან გახურებულ ტაფაზე დაასხით მიღებული მასა, აურიეთ და გამოაცხეთ.
გემრიელი და ყუათიანი საუზმე მზადაა.


მობრაწულა ხაჭოთი და ბანანით 10 თვიდან


კარგად ათქვიფეთ 200 გრამი ხაჭო ერთგვაროვან მასამდე, დამატეთ გახეხილი ან დაბლენდერებული ბანანი, 1 კვერცხი და 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული, 1 ჩაის კოვზი დაფქვილი ორცხობილა, მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწამულ პატარა ფორმებში და გამოაცხეთ ჰაერღუმელში.
მზა მობრაწულებს მოაფრქვიეთ მცირე რაოდენობით შაქრის პუდრა და მორთეთ ხილის ნაჭრებით.

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე
2530
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```