რა ასაკიდან შევთავაზოთ ბავშვს ბურღულეული და რომელი სასარგებლო თვისებებით ხასიათდება თითოეული მათგანი? ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა გვესაუბრება.
წიწიბურა (4 თვიდან) - არის ცილების, ამინომჟავებისა და რკინის კარგი წყარო. მის შემადგენლობაშია ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ცინკი და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აუმჯობესებენ ფრჩხილებისა და თმის ხარისხს. წიწიბურა სასარგებლო ნივთიერებების დახმარებით, ხელს უწყობს ჯუჭ - ნაწლავის ტრაქტის გამართულად მუშაობას. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. შვრია (5 თვიდან) - შეიცავს დიდი რაოდენობით ხსნად უჯრედისს, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მის შემადგენლობაშია: მაგნიუმი, ცილები, ფოსფორი და ვიტამინი B1 - ეს არის საკვები ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ენერგიაზე. შვრია ასევე შეიცავს ნელა გაწოვად კარბოჰიდრატებს, რომლებიც არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. ხორბალი (5 თვიდან) - არის დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი, სწორედ ამიტომ, ბავშვისთვის ხორბალი ენერგიის საუკეთესო წყაროა. ამასთანავე, იგი ადვილად მოსანელებელია და ამცირებს შებერილობის და კოლიკის ალბათობას და აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. სიმინდი (5 თვიდან) - წარმოადგენს აუცილებელი ვიტამინების და მინერალების წყაროს. აძლიერებს პერისტალტიკას და სასარგებლოა მხედველობისთვის. ბრინჯი (4 თვიდან) - აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ღვიძლისა და კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. ის მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, თუთიით, რკინით, კალიუმით, სპილენძით, სელენით, მანგანუმით, ფოსფორითა და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე ვიტამინი E, PP და ქოლინით. გარდა ამისა, ბრინჯი გაჯერებულია ცხიმოვანი მჟავებითა და ბოჭკოვანით. ჭვავი (6 თვიდან) - მის შემადგენლობაშია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, ასევე А ჯგუფის ვიტამინი - ბეტაკაროტინი, რომელიც იცავს უჯრედული სტრუქტურების მთლიანობას. ჭვავის შემადგენლობაშია ვიტამინი В1 - იგივე თიამინი და В2 - რიბოფლავინი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ჭვავი მდიდარია ფოლიუმის მჟავით და გარდა ამისა შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, ხასიათდება ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
სალომე გორგოშიძე