მაწონი ქართული ნაციონალური რძემჟავა პროდუქტია, რომლის სარგებლობაში ქართველები და არა მხოლოდ ქართველები, უკვე საუკუნეებია დარწმუნდნენ. მაწონი „ცოცხალი" რძემჟავა პროდუქტია - შემადედებელი ბაქტერიები მასში ცოცხალია და ის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
ნატურალური რძისგან, ნამდვილი ენდემური დედოსგან დამზადებულ მაწონს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს - აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და იმუნიტეტს, აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას... მდიდარია ვიტამინებით, C ვიტამინით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით და ა.შ.
ნატურალური, ენდემურ დედოზე დამზადებული მაწვნის მნიშვნელობაზე ბავშვთა კვებაში საუბრობს საქართველოს პედიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, პედიატრი ქეთი ნემსაძე:
- პირველ რიგში მინდა ვილაპარაკო ბავშვთა კვებაზე. ბავშვთა კვება არის მნიშვნელოვანი, როცა არის ადექვატური და ასაკის შესაბამისი. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ფიზიკური, ისე გიონებრივი განვითარებისთვის. რაც მთავარია, მაწონი არის ძირითადი პროდუქტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ბავშვთა კვებაში. მსოფლიოში არის მიმართულება, რომ ბავშვთა კვებაში იყოს ჩართული რეგიონალური საკვები - ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი. ჩვენთვის რეგიონალური საკვებია მაწონი, რომელიც კავკასიის საკუთრებააა. მით უმეტეს, როდესაც "სანტე" ამზადებს მაწონს ენდემური დედოთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პედიატრებისთვის. მაწონს აქვს დიდი მნიშვნელობა ნაწლავთა მიკროფლორისათვის, ეს არის ლაქტობაქტერიები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საფუძველიც გახლავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაწონი მიიღოს ბავშვმა 6 თვიდან.
რაც შეეხება მაწონს "ლოკო მოკო", ეს არის საჩუქარი ბავშვისთვის 1 წლის ასაკიდან. მას აქვს დამატებული სამეფო სასმელი ტვინისათვის, ანუ დოკოზაჰექსონის მჟავა და ომეგა 3-ის მჟავა, რომლებიც არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რაც ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვის აუცილებელია.