თხილეული, ისევე როგორც სხვა მარცვლეული, შეიცავს ფიტინის მჟავას. ეს არის მათი დამცავი მექანიზმი, რაც იცავს ცხოველებისაგან. ფიტინის მჟავა ხელს უშლის თხილეულის მონელებას ორგანიზმში. წყალში ჩალბობა ხელს უწყობს ფიტინის მჟავის გამოდევნას თხილეულიდან! წყალი ასრულებს ინჰიბიტორის ფუნქციას.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ თხილეული ადვილად შეიწოვება ნაწლავებში და ასევე, ადვილდება მასში შემავალი ვიტამინებისა და კვებითი ღირებულებების ათვისების პროცესი. ცხელ წყალში ჩალბობილ თხილეულს ადვილად სცილდება კანი.
ამიტომ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი თხილეული, გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დაალბოთ წყალში, 1-2 საათით მაინც.