– მიზანშეწონილია თუ არა ბავშვისთვის მწყრის ხორცის მირთმევა?
- მწყრის ხორცს არ აქვს უკუჩვენებები, თუ პატარას მისი ინდივიდულური აუტანლობა არ აქვს. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და ამავდროულად, ამინომჟავები ისეთი
მწყრის ხორცი საკმაოდ კალორიული პროდუქტია – მისი ყოველი 100 გრამი 134 კკალ ენერგიას შეიცავს.
ასევე, დიეტურია და ალერგიული ადამიანებისათვისაც ადვილი ასატანი - მწყრის ხორცი, ისევე როგორც მისი კვერცხი ხომ ოვომუკოიდს შეიცავს, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
მწყრის ხორცი ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც პატარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ამ პატარა ფრინველის ხორცში ბევრი A ვიტამინია, რომელიც ბავშვის ზრდა- განვითარებისათვისაა აუცილებელი.
- მწყრის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების ნამდვილი საბადოა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს B6, B1, B6 B3, B12 ვიტამინებს.
- გაცილებით მეტ D ვიტამინს მაღალი შეიცავს, ვიდრე ქათმისა თუ ინდაურის ხორცი
- რკინის მაღალი შემცველობის დამსახურებით, მისი მიღება ანემიის პროფილაქტიკისათვისაც მნიშვნელოვანია.
- მწყრის ხორცი მდიდარია სპილენძით, კობალტით, მანგანუმით, თუთიით. ეს ნივთიერებები აუცილებლია ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისათვის, რადგან ისინი ამ რეაქციებისათვის საჭირო ფერმენტული სისტემების ნაწილია.
- მწყრის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმსა და ფოსფორს, რომლებიც ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვისაა აუცილებელი. განაგრძეთ კითხვა