რომელია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო ხორცი? - პედიატრის პასუხი
რომელია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო ხორცი? - პედიატრის პასუხი
გემრიელი და სასარგებლო კურდღლის ხორცი ჩვილობიდან უნდა დაიწყოთ. ყველაზე დიეტურ, გემრიელ და სასარგებლო ხორცზე მოგიყვებით. კურდღლის ხორცი ხომ ერთნაირად სასარგებლოა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

და მაინც, რატომ ითვლება ის ყველაზე დიეტურ ხორცად?

  • იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული ქიმიური, მორფობიოლოგიური თვისებები აქვს. ეს კი ბავშვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  • კურდღლის ხორცი თეთრი, ნაზი და ადვილად მოსანელებლია. ის დიდი რაოდენობით წყალს შეიცვას, მაგრამ, იმის გამო, რომ მასში ცოტაა პურინები და ნატრიუმის მარილები, ორგანიზმში სითხის შეკვებას არ იწვევს. ეს თვისება
    განსაკუთრებით აქტუალურია პატარებისათვის - ისინი ხომ ისედაც მიდრეკილნი არიან ორგანიზმში სითხის შეკავებისაკენ.
  • კურდღლის ხორცი მცირე რაოდენობით ქოლესტერინს და უფრო დიდი რაოდენობით ლეციტის შეიცავს, ამიტომ ის ათეროსკლეროზის განვითარების შიშის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ.
  • კურდღლის ხორცის ცილოვანი შემადგენლობა უნიკალურია, შეიცავს ყველა შეუცველელ ამინომჟავას და რაც მთავარია, ადვილად შეითვისება პატარა ორგანიზმის მიერ. ცილა კი, მოგეხსენებათ, ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, რაც ბავშვს ზრდისა და განვითარებისათვის განსაკუთრებით სჭირდება.
  • ამ ხორცის კიდევ ერთი თვისება ისაა, რომ ის არ ირთავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ეკოლოგიურად სხვა ხორცზე უფრო სუფთაა. ამავდროულად, თავისი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, შეუძლია მიღებული რადიაციული დოზის დაქვეითება. ამიტომ იმ ადამიანებისათვის, რომელებიც სხივურ თერაპიას იტარებენ, ეს ხორცი შეუცვლელია.
  • იმის გამო, რომ არ შეიცავს ალერგიულ ნივთიერებებს,
    ყველაზე ალერგიულ პატარებსაც შეიძლება გაასინჯოთ.
  • კუდღლის ხორცის ვიტამინურ-მინერალური შემადგენლობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს - მის შემადგენლობაში B ჯგუფის ვიტამინების პრაქტიკულად მთელი მიქსია.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც მნიშვნელოვანია რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის, მდიდარია კაცლიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, სპილენძით, ეს კი ძვლების სიმყარეს და კბილების განვითრებას უწყობს ხელს.
  • ქიმიური და მორფობიოლოგიური ამ საოცარი თვისებების გამო კურდღლის ხორცი საუკეთესო ვარიანტია ხორცის დებიუტისათვის 6,5 - 7 თვის ასაკიდან.

დასაწყისისათვის საკმარისია დღეში 50 გრ ხორცი, 10-11 თვისათვის კი 70 გრ-მდე შეგიძლიათ გაზარდოთ, ხოლო 1 წლის ზემოთ 80-100 გრამი ხორცი დღიურად სრულიად საკმარისია ბავშვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

კურდღლის ხორცის მომზადება ბრინჯთან ან ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ.
გაითვალისწინეთ, რომ კუდღლის ხორცს მოხარშვისათვის 30-40 წთ სჭირდება. მისი დიდხანს ხარშვა სასარგებლო ნივთიერებების დაშლას და ხორცის სტრუქტურის შეცვლას გამოიწვევს - რეზინივით დრეკადი ხდება.
კურდღლის ხორცი სჯობს მდუღარე წყალში ჩადოთ და ისე მოხარშოთ. ასე ის ყველა სასარგებლო ინგრედიენტს შეინარჩუნებს.

გემრიელი გუფთა ბრინჯით, ბოსტნეულით და ყველით 10 თვის ასაკიდან


მასალა - ¼ ჭიქა გარჩეული, გარეცხილი ბრინჯი, 0,5 კგ გატარებული კურდღლის ხორცი, 1 ცალი გახეხილი სტაფილო და 2-3 ნაჭერი ყაბაყი, რამდენიმე ღერი ოხრახუში, 1 კვერცხის გული.

ბრინჯი მოამზადეთ ორთქლზე ბოსტნეულთან ერთად. ხორცი მოხარშეთ მწვანილთან ერთად და გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში. ფარში შეურიეთ მომზადებულ ბრინჯისა და ბოსტნეულის მასას, დაამატეთ კვერცხის გული. გააკეთეთ მომცრო ზომის გუნდები. დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ჰაერღუმელში.

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე
4135
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?