არის თუ არა ჩურჩხელა ბავშვისთვის სასარგებლო საკვები - პედიატრის პასუხი
არის თუ არა ჩურჩხელა ბავშვისთვის სასარგებლო საკვები - პედიატრის პასუხი
რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, როცა ბავშვს თათარას, ჩურჩხელას ვაჭმევთ და მაჭარს ვაგემოვნებინებთ, ხომ არ არის ალერგიული ფონის განვითარების საფრთხე ან რამდენი ჩურჩხელა შეიძლება მიირთვას ბავშვმა? რამდენად გამართლებულია, როცა მშობლები პატარებს ახალდაწურულ ღვინოს ასინჯებენ და ასმევენ? - ეს იმ კითხვების მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც მშობლები წლის ყველაზე ბარაქიან სეზონზე, შემოდგომაზე სვამენ.

როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში პედიატრი ცოტნე ბესელია აღნიშნავს, შემოდგომის ხილზე შეზღუდვა არაა, თუ ზომიერად მივირთმევთ, თუმცა მაინც არსებობს რაღაც დეტალები, რომლის
გათვალისწინებაც აუცილებელია.

- ჩურჩხელაზე უკეთესს რას შეჭამს ბავშვი? თუ ალერგია აქვს შემადგენელ კომპონენტზე, სხვა საქმეა. ჩურჩხელა ქართული საკვებია და იშვიათად შემხვედრია მის მიმართ აუტანლობა. ნატურალური ჩურჩხელა უნდა ვაჭამოთ ბავშვებს, თუნდაც მისი დამზადება შინ მოგვიწიოს. ჩავრთოთ ამაში პატარები, თან ამ ფორმით მათ  განვითარებასაც შევუწყობთ ხელს, თან ჯანსაღ ნუგბარს ვაჭმევთ  და ტრადიციასაც შევუნახავთ შვილებს. რაც შეეხება ღვინოს, ღვინის დალევა ბავშვისთვის არ შეიძლება. მაჭარზეც იგივეს გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მასში მცირე რაოდენობით არის ალკოჰოლი. მაჭარს ზრდასრულებისთვისაც არ დაუყრია კარგი დღე, ძნელი მოსანელებელია, თუმცა სასიამოვნო დასალევია.

- აქვე გკითხვათ შემოდგომის კიდევ ერთ პროდუქტზე. გაციებისგან თავის ასარიდებლად ხარშავენ ხოლმე კომშის კურკებს და ნახარშს ასმევენ ბავშვებს, რამდენად ამართლებს ეს მეთოდი?

- კომშის კურკების
ნახარშის და ზოგადად მცენარეული საშუალებების გამოყენება ცოდნას მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს წინაპრებს ეს ცოდნა გააჩნდათ (როდის, რომელი მცენარე როგორი სახითა და წესით უნდა გამოიყენოს კაცმა) და მერე დავკარგეთ ეს მადლი. ფიტოთერაპიულ საშუალებებზე ვერაფერს გირჩევთ.
3006
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?