ამბობენ, რომ აცტეკთა იმპერატორი მონტესუმა ოქროს თასით ყოველდღე მიირთმევდა ამ საოცარ მატონიზირებელ სასმელს, რომელსაც კაკაოს მოხალული მარცვლების, თაფლის და სანალებელებისაგან ამზადებდნენ და სამეფო სასმელად მიიჩნეოდა.
აცტეკებისა და მაიას ტომები მას ჩოკოატლს უწოდებდნენ, და როგორც ჩანს, შოკოლადის ნათლიებიც სწორედ ისინი არიან.
კაკაოს ცხიმის კოსმეტიკური მიზნებით გამოყენება კი ამ ტომების ქალების სილამაზის საიდუმლო იყო.
მე-16 საუკუნეში კაკაოს მარცვლები ესპანელმა კონკისტადორებმა ჩაიტანეს ევროპაში. 1528 წელს ჰერნან კორტესმა ის პირადად გააცნო ესპანეთის სამეფო კარს. და დაიწყო! მე-17 საუკუნეში კაკაო პრაქტიკულად მთელს ევროპაში გავრცელდა.
კაკაოს მარცვლები მდიდარია B3, B6 PP,E ვიტამინებით, რომელიც დადაბითად მოქმედებს გულს-სისხლძარღვთა სისტემაზე, მასში დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, კალციუმი, ორგანული მჟავები, სასარგებლო მცენარეული ცხიმები, რაც ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარებისთვისაა აუცილებელი. ❇️კაკაოს ცხიმი შესდგება განსაკუთრებით სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებისაგან - მის შემადგენლობაშია ოლეინის, სტეარინის, პალმიტინის, ლინოლის მჟავები.
შეიცავს კოფეინის მსგავს ნივთიერებას - თეობრომინს, რასაც მატონიზებელი ეფექტი აქვს, თუმცა კოფეინთან შედარებით, რბილი მოქმედებისაა.
2 წლამდე ბავშვებისათვის კაკაო რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებულად ფრთხილად, თუ ბავშვი ალერგიულია -კაკაოს შემადგნელობაში დახლოებით 40 სახის არომატული ნივთიერება შედის, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
თავდაპირველად პატარას 1-2 ჩაის კოვზი მომზადებული კაკაო უნდა გაასინჯოთ.
ალერგიის არქონის შემთხვევაში კი დაიცავით ასეთი დოზირება:
2 წლიდან 50 მლ კვირაში 2-3-ჯერ, 6 წლიდან შეგიძლიათ 100-150 მლ კვირაში 4-ჯერ მისცეთ.
კაკაო დილის სასმელია. მისი მატონიზებელი ეფექტი თქვენს პატარას აუცილებლად დამხუტავს ექსტრაენერგიითა და კარგი განწყობიოთ საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ.
ნუ მისცემთ კაკაოს საღამოს საათებში - თეობრომინმა შესაძლოა ჩაძინების გაძნელება გამოიწვიოს.
მასალა (გათვლილია 2-3 პორციაზე -100-150 მლ თითოეული):
1 ბანანი 300 მლ რძე 1 სუფრის კოვზი თაფლი მომზადება:
გახსენით კაკაოს ფხვნილი ცოტა თბილ რძეში და ნელ-ნელა შეურიეთ ქვაბში ცხელ რძეს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი და ადუღეთ 3-4 წუთს. ურიეთ, რომ კაკაო და შვრიის ფანტელი თანაბრად განაწილდეს.
შეგრილებული, თბილი მასა ბლენდერში ადღვიბეთ ბანანთან და თაფლთან ერთად.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე