ეს ხილი სწორედ მაშინ მწიფდება, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ვიტამინები - ზამთარში!
იცით, რატომაა მანდარინი ასეთი არომატული? მისი კანი დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს. არომატის გარდა ამ ეთერზეთს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
ძველი მკურნალების რეცეპტებში ხშირად შეხვდებით მანდარინის ქერქს. გაციების დროს მანდარინის გახეხილი ქერქის ცხელ ჩაიში შერევა, ამ რეცეპტების მიხედვით, ნახველის გათხევადებას, ხველის შემცირებას და
და თანაც მანდარინი ფიტონციდების წყაროა. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომელთაც ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.
ზამთრის პირობებში მანდარინი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას ანუ C ვიტამინს შეიცავს, შეგახსენებთ, გარდა იმუნურ რეაქციებში მონაწილეობისა, ის აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის; აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას; აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
ასკორბინის მჟავას გარდა, მანდარინი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, კალიცუმს, ფოფსორს, კალიუმს შეიცავს. და კიდევ, ის ზამთარში D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.
ეს მზისფერი ციტრუსი აქტიურ ფლავონოიდებს შეიცავს, რომელებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას უწობენ ხელს, ზრდიან კაპილარების ელასტივობასა და კედლის სიმტკიცეს.
მანდარინი ყველასთვის სასარგებლო არ
მას ბავშვის კუჭ-ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.
როდიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი
წლამდე მისი მიცემა არ ღირს.1 წლის შედმეგ კი ფრთხილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ მანდარინის წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძლიათ მშვიდად მისცეთ.
უმადო პატარების დედების საყურადღებოდ - მანდარინის მადის აღძვრა შეუძლია!
ზომიერება აუცილებელია. მანადრინის დიდი რაოდენობიოთ მიღებისას ორგანიზმში კაროტინი გროვდება, რაც პატარას კანის გაყვითლებას იწვევს. ჰოდა, თუ გვარიანი შიშის თავიდან აცილება გინდათ, ზომიერება აუცილებლად დაიცავით.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე