კივის სიკეთეები
- ეს ციტრუსი В ჯგუფის, C K, E ვიტამინების წყაროა. მის შეადგენლობაშია ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, მანგანუმი, ფტორი, ფოსფორი და ნატრიუმი.
- ძალიან მდიდარია უჯრედისით, ამიტომ ყაბზობის დროს საუკეთესო საშუალებაა, C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო მოქმედებს იმუნიტეტზე, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეს, ამშვიდებს ხველას,
- სასარგებლოა კანისა და თმისათვის. მისი ექსტრაქტი ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაშია.
- კივი შეიცავს ლუთეინს, რაც აუმჯობესებს მხედველობას. მისი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება და ამიტომ ლუთეინის მიწოდებას ბავშვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
- მეორე ნივთიერება, რომელიც ასევე უწყობს ხელს თვალის ფუნქციონირებას, კივის შემადგენლობაში არსებული ზეაქსანთინია.
- ფლავონოიდებსა და კაროტინოიდებს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ.
- კივის შემადგენლობის კიდევ ერთი ძვირფასი ნივთიერება დიდი რაოდენობით - ფოლიუმის მჟავა, რომელიც ანემიის განვითარებას უშლის ხელს. ამიტომ ის ძალიან სასარგებლო ხილია არამარტო ბავშვების, არამედ ორსული ქალებისთვისაც.
- დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ არგინინი, რომელიც კივის შემადგენლობაშია და მამაკაცური პოტენციისათვის აუცილებელი ნივთიერებაა.
- ერთი კივი პრაქტიკულად ფარავს ცC ვიტამინის სადღეღამიოს ნორმას. K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო კივი თრომბების წარმოქმანს უშლის ხელს.
- ვიტამინებისა და მინერალების გარდა კივი ფერმენტ აქტინიდინს შეიცავს, რაც ხელს უწყობს ცილების გახლეჩვასა და გვეხმარება მათს მონელებაში. ამიტომ მძმე სადილ-ვახშმის საუკეტესო დესერტი სწორედ კივი შეიძლება იყოს.
- კივი სეროტონინის წყაროა - ეს ჯადოსნური ნივთიერება დადებითად მოქმედებს ჩვენს გუნება-განწობაზე, აწესრიგებს ძილს, მადას, ებრძვის დეპრესიას.
როდიდან?
1 წლამდე მისი მიცემა არ ღირს. 1 წლის შედმეგ კი ფრთხილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძილიათ მშვიდად მისცეთ.ოღონდ გაითვალისწინეთ:
- კივი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიულ პატარებში მისი მიცემა ექიმთან შეთანხმების გარეშე მართებული არ არის.
- ნუ მისცემთ ამ ციტრუსს, თუ ბავშვს კუჭის მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გატრიტი აქვს.
- მისი მიცემა არც დიარეის დროს შეიძლება.
- კივიში უხვადაა მჟაუნმჟავას მარილები, ამიტომ თუ ბავშვს შარდში ბევრი ოქსალატი აქვს, კივი მისთვის ნაჩვენები არ არის.
როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ
- შეფასების მთავარი კრიტერიუმი ნაყოფის სიმკვრივეა. ყველაზე უპრიანია, საშუალო სიმკვრივის ნაყოფის შერჩევა.
- აუცილებლად შეაფასეთ სუნი - კივის ნაყოფს სპეციფიური არომატი აქვს.
- ნაყოფის ბუსუსიან კანზე არ უნდა იყოს ლაქები ან დაზიანებები.
- თუ მაგარი ნაყოფი იყიდეთ, დადეთ რამდენიმე დღით მშრალ ადგილას. ნუ შეინახავთ მაცივარში. ოთახის ტემპერატურაზე ის მალეც დამწიფდება და უკეთაც შეინახება. მაცივარში კი მალე გამოშრება და გემოს კარგავს.
- გახსოვდეთ, კივის შენახვის მაქსიმალური ვადა დაახლოებით 10 დღეა.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე