რომელ პროდუქტებს შეუძლია დაცვა სხვადასხვა გრიპისა და ვირუსისგან
რომელ პროდუქტებს შეუძლია დაცვა სხვადასხვა გრიპისა და ვირუსისგან
უკვე ყველასთვის ცნობილი კორონავირუსი სხვადასხვა ვირუსის მთელ ჯგუფს მოიცავს, სწრაფად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, იწვევს პნევმონიის სწრაფ განვითარებასა და ლეტალურ შედეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში შემთხვევების მცირე რაოდენობაა გამოვლენილი, მოსახლეობას საკუთარი თავისა და ოჯახის ინფექციისგან დაცვა წინასწარ სურს.

ჩვენი იმუნური სისტემა საუკეთესო დაცვას წარმოადგენს ვირუსული ინფექციებისგან. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექცია, აუცილებელია ორგანიზმი სხვადასხვა ვიტამინითა და სასარგებლო პროდუქტით გავაძლიეროთ.

ანტივირუსული კომპონენტი თუთიაშია. ის დიდი რაოდენობითაა ძროხისა და ცხვრის
ხორცში, განსაკუთრებით ხბოს ღვიძლში, ასევე კვერცხსა და პარკოსნებში.

mshoblebi

იმუნიტეტის გაძლიერება არანაკლებ შეგვიძლია C ვიტამინით. ის ამსუბუქებს გრიპის სიმპტომებს და ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვითი სისტემის გაუმჯობესებას. ამიტომ, უმჯობესია თუ მიირთმევთ ციტრუსებს, მოცვს, ქაცვს, პომიდორს ან ტომატის პასტას. C ვიტამინი, ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით გვხვდება ხახვში.

mshoblebi

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს E ვიტამინი. ის აძლიერებს ანტისხეულების წარმოქმნას და ეხმარება იმუნურ სისტემას. ამიტომ, E ვიტამინის შესავსებად გირჩევთ მიირთვათ კაკალი. ჭიქის მეოთხედ მზესუმზურაში E ვიტამინის თითქმის დღიური ნორმაა. ასევე, ჭიქის მეოთხედი ნუშის მიღებაც სასურველია.

ძალიან კარგია ორგანიზმის ომეგა 3-ის მჟავებით გაჯერება, რაც დიდი რაოდენობით ცხიმიან თევზში გვხვდება.

mshoblebi

ასევე კარგია ხალხური მეთოდის, ნიორის გამოყენება. მას ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. პროდუქტს სპეციფიური
სუნი და გემოვნური თვისებები აქვს, მაგრამ დღეში ერთ კოვზ ნიორს თუ საჭმელში გაურევთ, ძალიან კარგია.

mshoblebi

ასევე ძალიან სასურველია რძის ნაწარმი, მაწონი, კეფირი... რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობს გამა-ინტერფერონის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების გავრცელებას. 

იკვებეთ ჯანსაღად, გაიძლიერეთ იმუნიტეტი, დაიბანეთ ხშირად ხელები და დაიცავით თავი გრიპებისა და ვირუსებისგან.
2798
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?