საუკეთესო ხილი შეკრულობისას, ვიტამინების წყარო... - რატომ და რა ასაკიდან უნდა მისცეთ პატარებს გარგარი
საუკეთესო ხილი შეკრულობისას, ვიტამინების წყარო... - რატომ და რა ასაკიდან უნდა მისცეთ პატარებს გარგარი
ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით.
  • გარგრის ნაყოფი უხვად შეიცავს წყალს, რაც ორგანიზმის ჰიდრატაციას უწყობს ხელს. ეს კი პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ და თანაც ზაფხულში.
  • თუ თქვენ 3 ცალ გარგარს მიირთმევთ, ჩათვალეთ, რომ A ვიტამინის დღიური დოზის 30% მიიღეთ.
  • ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც ანემიის პროფილაქტიკისათვისაა აუცილებელი რკინასთან ერთად, რომელიც ასევე შედის გარგრის შემდგენლობაში.
  • ეს მზისფერი ხილი C ვიტამინის წყაროცაა.
  • გარგარი მდიდარი მინერალური შემადგენლობითაც განსაკუთრებულია. რკინასთან ერთად ის კალციუმს, ფოსფორს შეიცავს, რაც პაწაწინა კბილებისა
    და ძვლებისა ჩამოყალიბებაში ეხმარება ბავშვს.
  • მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ეს ნივთიერებები უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს.

შეკრულობის წამალი

თუ დააკვირებით, გარგრის მიღების შემდეგ მანამდე შეკრულობისადმი მიდრეკილ პატარას ნაწლავთა მოქმედება მედიკამენტის გარეშეც უწესრიგდება. და იცით რატომ?
გარგარში დიდი რაოდენობით კალიუმი, პექტინები და საკვები ბოჭოებია. გარდა ამისა, ის მდიდარია მდიდარია ფერმენტირებადი ოლიგო-, მონო- და დისაქარიდებით, რაც ნაწლავის ნორმალური ბაქტერიების განვითარება-გამრავლებას უწყობს ხელს.

ჯადოსნური ნივთიერებების საბადო

გაიცანით - ანთოციანინები და კუმარინის მჟავა გულსა და სისხლძარღვებს უყვართ, მათ ხომ ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღდმეგო ეფექტები აქვთ, კუმარინის მჟავა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
კიდევ ერთი ჯადოსნური ნივთიერება ლიკოპენია - ეს მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - კვლევებმა
დაადასტურა, რომ ლიკოპენი წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს.


რა უნდა გავითვალისიწინოთ


Environmental working group (EWG)- ის მიხედვით, გარგარს არ აქვს პესტიციდებით დაბინძურების საფრთხე, ამიტომ ორგანული პროდუქტის შერჩევის საკითხი ისე მწვავედ არ დგას, როგორც სხვა ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში.

რა ასაკიდან?

გარგრის პიურეს მიცემა პატარასათვის 5-6 თვიდან შეგიძლიათ. კარგად გარეცხილ ნაყოფს კანი უნდა მოაცილოთ და რბილობი ერთგვაროვან მასად აქციოთ. გასინჯვა მცირე ულუფებით უნდა დაიწყოთ.
გახსოვდეთ, გარგარს კვებითი ალერგიის გამოწვევა შეუძლია და ალერგიულ პატარებში მის მიცემამდე აუცილებლად მოეთათბირეთ პედიატრს.
დიდი რაოდენობით გარგრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაზები და ნაწლავთა აშლილობა. ამიტომ სიფრთხილე ყველა შემთხვევაში აუცილებელია.

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე
5646
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები