ათამდე პროდუქტი, რომელიც ბავშვებს უნდა მოვარიდოთ
ათამდე პროდუქტი, რომელიც ბავშვებს უნდა მოვარიდოთ
ბავშვებს ძალიან უყვართ ათასგვარი ტკბილეული და სასუსნავი, რომელსაც ისინი ყოველ ნაბიჯზე ხვდებიან. ალბათ ყველა მშობელი დაფიქრებულა, რამდენად სასარგებლოა მოზარდისთვის ეს ლამაზად გაფორმებული, მაცდური საკვები, რომელსაც ათასობით კილომეტრი აქვს გამოვლილი, რომ ჩვენამდე მოსულიყო. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე გვირჩევს, არ ვუყიდოთ ბავშვებს საკვები, რომელიც საეჭვოდ მოქმედებს არა მარტო მოზარდებზე, ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანებზეც კი.
- ვიდრე მთავარ თემაზე გადავიდოდე, მცირე შესავალს გავაკეთებ: განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყვნენ მშობლები მაშინ, როდესაც პატარა ბავშვისთვის ფაფას ან სხვა საკვების შეძენას აპირებენ. ეს
საკვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა
იყოს დამზადებული გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან
. მშობლებმა ეტიკეტს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან გენმოდიფიცირებული საკვების მიღება არ არის რეკომენდებული. რაც შეეხება სასკოლო ასაკის ბავშვების კვებას - ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან საკვები მოქმედებს არა მარტო ბავშვის ორგანიზმის ფორმირებასა და მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე, არამედ გონებრივ განვითარებაზეც. მაგალითად, ფინეთსა და იაპონიაში სპეციალური კვების სისტემა შექმნეს, რადგან ამ ქვეყნის მკვიდრები ამბობენ: ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და წყალი, მაგრამ ჩვენი სიმდიდრეა გონებრივი შესაძლებლობები, ამიტომ, ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც ბავშვების გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელსო. თვით აშშ-შიც კი, რომელიც სწრაფი კვების ობიექტების ფუძემდებელია, სკოლის ახლოს ასეთ პროდუქტებს აღარ ყიდიან. მიხვდნენ, რომ ჭარბწონიანობა სწორედ ამგვარი კვების დამსახურებაა. ჩვენი ბავშვებიც მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ სწრაფი კვების კერძებს - ჰოთდოგებს, ჰამბურგერებს, ჩისბურგერებს და ა.შ. ისინი მზადდება პროდუქტებისაგან, რომლებიც გაჯერებულია ტრანსცხიმებით. ეს ნივთიერებები ორგანიზმში ილექება და როგორც სისხლს, ასევე მთელ ორგანიზმს მიეწოდება, როგორც უცხო სხეული. არანაკლებ საყურადღებოა ჩიფსები და ბურბუშელა...

- რომლებიც ზოგიერთ ბავშვს ჰოთ-დოგზე და ჰამბურგერზე მეტად უყვარს...
- სამწუხაროდ, ასეა. როგორც წესი, ჩიფსები დამზადებულია კარტოფილის პიურესგან. ეს არის ტრანსცხიმებისა და ხელოვნური დამჟანგველების ნარევი ანუ - "თაიგული" არასასურველი პროდუქტებისა. საერთოდ, ცხიმი დიდხანს არ ინახება, ამიტომ მას ანტიდამჟანგველი სჭირდება. ე.წ. ჩიფსებში კონსერვანტებისა და ანტიდამჟანგველების ძალიან დიდი რაოდენობაა. რაც შეეხება სიმინდის ბურბუშელას, ის ხშირად არის დამზადებული გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან. ამ ბოლო ხანებში, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა ძალიან ბევრი სტატია და მეცნიერული კვლევა იმის თაობაზე, რომ ამგვარი საკვების მიღება ბავშვისთვის არ შეიძლება.

- ქ-ნო ეთერ, კიდევ რა შეიძლება ჩაიწეროს მავნებელი პროდუქტების სიაში?
- შაქარყინულის კანფეტები, ჟელიბონი, ჩუპა-ჩუპსი და ა.შ... ასეთი კანფეტები ყოველ მეორე ბავშვს უჭირავს ხელში, რაც ძალიან ცუდია. ეს არის მთლიანად ხელოვნური ნაერთებისაგან შექმნილი პროდუქტი, რომელიც საღებავებითა და ქიმიური ნივთიერებებით არის გაჯერებული. მათ არაფერი აქვთ საერთო მარმელადის კანფეტებთან, რომელიც ადრე იყიდებოდა და ყველა სიამოვნებით მივირთმევდით. ეს სინთეტიკური პროდუქტია. ამის შემდეგ მოდის ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლებიც მიჩვევის არნახული ხარისხით გამოირჩევა. ამ ტიპის სასმელი უარყოფით ნივთიერებებს აგროვებს ორგანიზმში და არავინ იცის, დროთა განმავლობაში როგორ იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორც გითხარით, გაზიან სასმელს მიჩვევის დიდი ეფექტი აქვს და ბავშვი მას ვეღარ შორდება. ეს სასმელები, განსაკუთრებით - "კოკა-კოლა" და "პეპსი-კოლა", სინთეზური ნივთიერებებისაგან არის მიღებული. "კოკა-კოლა", რომელიც კოლას ნაყოფის წვენისაგან შეიქმნა, ასეულობით ქვეყანაში შედის, რამდენი კოლას ნაყოფი უნდა დაკრიფონ, რომ მთელ მსოფლიოს მოედოს? - ანუ, ეს არის სინთეტიკა, რადგან წარმოუდგენელია, ამ რაოდენობის სასმელი ხილის წვენისაგან მზადდებოდეს. მე გეუბნებით იმას, რასაც მთელ მსოფლიოში მეცნიერები ამტკიცებენ.

- თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე საღეჭი რეზინებიც...
- დიახ, რადგან აქაც სრულ სინთეტიკასთან გვაქვს საქმე. მისი გამოყენება მოზრდილი ადამიანისთვისაც არ არის სასურველი: კევი დაღეჭვიდან 5-10 წუთის შემდეგ უნდა გადავაგდოთ. დიდი ხნით კევის ღეჭვა ბავშვებში იწვევს ჯირკვლის სისტემურ გაღიზიანებას და კუჭის წვენის გამოყოფის გააქტიურებას.  გაგრძელება

ასევე იხილეთ: ყველაზე მავნე პროდუქტები ბავშვებისთვის - ეს სია ყველას უნდა ჰქონდეს!

მკვლელი კერძების რეიტინგი

როგორ შევამციროთ მავნე პროდუქტებისგან მოყენებული ზიანი - სასარგებლო რჩევები

14130
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები