რატომ უნდა მიირთვან ორსულებმა წაბლი და კიდევ 4 უნიკალური თვისება, რომელიც ამ თხილეულს აქვს
რატომ უნდა მიირთვან ორსულებმა წაბლი და კიდევ 4 უნიკალური თვისება, რომელიც ამ თხილეულს აქვს
წაბლი არაერთ ქვეყანაში ახალ წელთან, დღესასწაულსა და მხიარულებასთან ასოცირდება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც განსაკუთრებით უყვართ ტკბილეული და მდიდარი გემოები, წაბლის მომზადების არაერთი ხერხია გავრცელებული. შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ამ თხილეულს ჩვენს ქვეყანშიც აქტიურად მოიხმარენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ თხილსა და კაკალთან შედარებით, წაბლი C ვიტამინის, რთული ნახშირწყლების, ფოლიუმის მჟავების სიმდიდრითა და დაბალი კალორიულობით გამოირჩევა.

გთავაზობთ წაბლის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს:

1. წაბლი კარგია ორსულთა ჯანმრთელობისთვის


სპილენძი, რომელსაც შეიცავს წაბლი, უმნიშვნელოვანესი ელემენტია ჩონჩხის ზრდისა და კოგნიტური განვითარებისთვის ახალშობილებში. რკინა, რომლითაც მდიდარია ეს თხილეული,
სეფსისის პრევენციას უწყობს ხელს. ასევე, რკინის დეფიციტმა შესაძლოა შემდგომში გამოიწვიოს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. თუთია, კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც წაბლში გვხვდება, გადამწყვეტია ნაყოფის/ახალშობილის ზრდისა და განვითარებისთვის. თუთიის ნაკლებობა შეიძლება გახდეს კანისა და კუჭ–ნაწლავის პრობლემების მიზეზი. განსაკუთრებით საყურადღებოა წაბლში ფოლიუმის მჟავის შემცველობა, რადგან ეს ნივთიერება სხვა თხილეულში ნაკლებად ან საერთოდ არ გვხვდება. ფოლიუმის მჟავა კი მნიშვნელოვანი ელემენტია ნაყოფის უჯრედების სწრაფი ზრდისთვის, ასევე პლაცენტისა და საშვილოსნოს უჯრედების ზრდისა და გაფართოებისთვის. განაგრძეთ კითხვა
1336
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები