"მითია, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს და რომ კარაქი ძალიან სასარგებლოა" - ექიმის მოსაზრება კვებასთან დაკავშირებულ მითებზე
"მითია, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს და რომ კარაქი ძალიან სასარგებლოა" - ექიმის მოსაზრება კვებასთან დაკავშირებულ მითებზე
ექიმისა და ბლოგერის ზაზა თელიას რჩევები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით:

"სხვადასხვა სახის დიეტით წონის კლება (მაგალითად კეტო დიეტა) არ არის რეკომენდებული, რადგან ამგვარად შესაძლებელია დაფიქსირდეს შედეგი, თუმცა როგორც კი დიეტას დავასრულებთ, დაიწყება ფიზიოლოგიური "set point", რაც იმას ნიშნავს რომ კარგ შემთხვევაში დავუბრუნდებით იდენტურ წონას რაც გვქონდა დიეტის დაწყებამდე, ცუდ ვარიანტში უფრო მეტს.
ამიტომ რეკომენდირებულია სწორი, ბალანსირებული კვების რუტინის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს შემდეგს:
1. საკვები რაციონის უდიდეს ნაწილს უნდა მოიცავდეს ფერადი საჭმელი (colour food) - ბოსტნეული და ხილი;
+
2. რაციონში უნდა
შედიოდეს მარცვლეული, მჭლე ხორცი - უპირატესად მოხარშული ფრინველის და/ან ძროხის;
3. რძის პროდუქტები - კვერცხი, რძე, ყველი - საუკეთესოა რძე (1 ლიტრი = 1000მგ. Ca)
Ca-ის დღიური ნორმა მერყეობს 1000-1200მგ.-მდე დღეში
4. უარი უნდა ითქვას სატურირებულ ცხიმოვან საკვებზე - კარაქი, ღორის ქონი, მზესუმზირის ზეთი (კარაქის გამოყენება არაფერი კარგის მომტანი არ არის ორგანიზმისთვის);
5. თუ საკვები მზადდება (იწვება) ის უნდა მომზადდეს არასატურირებულ, გაუჯერებელ ცხიმში - საუკეთესოა ზეითუნის ზეთი (რეზისტენტულია, გამძლეა მაღალი ტემპერატურის პირობებში), (სიმინდის ზეთი უკეთესია ვიდრე მზესუმზირის)
ზეითუნის ზეთი ყველაზე კ
არგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.

ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.
არსებობს მითი, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.
ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა "ძლიერი შეწვა".
და ბოლოს - ბევრი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ბოლო კვლევებით კი დადგინდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.
ასე რომ გამოიყენეთ საუკეთესო ზეთი - ზეითუნის.

6. რაციონში კვირაში ერთხელ მაინც უნდა შედიოდეს თევზეული, თხილეული (საუკეთესოა ნუში, ასევე თხილი, ნიგოზი, "ფისტაშკა") - ომეგა-3 დანამატის სახით მიღება არ იძლევა სარგებელს და შესაბამისად არ არის რეკომენდირებული ამ შემთხვევაში;
7. უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებით გაჯერებული, მათ შორის მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების მიღება (მათი მიღება რეკომენდირებულია მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისათვის - Sport Drink);
8. ჭამის შემდეგ აუცილებელია წყლის დალევა - ის მეტნაკლებად ასუფთავებს პირის ღრუს, ეხმარება საკვები გადაადგილდეს საყლაპავიდან კუჭის მიმართულებით მარტივად, კუჭში საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს (არ ასოცირდება წონის მომატებასთან)".
729
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები