პროდუქტების წინასწარ მომარაგება ნებისმიერი დიასახლისისთვის უფრო კომფორტულია პროდუქტების წინასწარ მომარაგება ნებისმიერი დიასახლისისთვის უფრო კომფორტულია, მაგრამ პრობლემა ისაა, შევძლებთ თუ არა ამ პროდუქტების ხანგრძლივი დროით შენახვას. არადა სავსებით შესაძლებელია, სურსათმა დიდხანს გაძლოს, თან ისე, რომ საკვები ღირებულებები შეინარჩუნოს.
1. ხახვი ნეილონის კოლჰოტში შეინახეთ, ოღონდ თითოეული თავი კვანძებით გამოყავით დანარჩენებისგან.
2. ბანანი აუცილებლად შავ პარკში შეფუთეთ და მაცივარში არ შედოთ. ასევე შეგიძლიათ მისი ბოლოები მოათავსოთ ცელოფანში, როგორც სურათი გიჩვენებთ.
5. სიმინდის ბურბუშელა არ დალბება, თუ საყინულეში შეინახავთ. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა.
6. კვერცხი მაცივრის შუა თაროზე შეინახეთ. სხვათა შორის, მაცივრის კარის თარო ყველაზე ცუდი ადგილია მისთვის.
7. თუ ერთ ჭიქა ძმარს 3 ჭიქა წყალს დაასხამთ და მასში მოათავსებთ მარწყვს, გემოს და იერსახეს დიდხანს შეინარჩუნებს.
8. ბოლქვიანი ბოსტნეული მთელი სეზონით შეინახება, თუ სველ ქვიშაში ჩადებთ და ბნელ ადგილას მოათავსებთ.
9. ყველის დაჭრისას ეცადეთ, მას ხელით არ შეეხოთ. ამით მის ზედაპირზე ნაკლები ბაქტერია მოხვდება და უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ახლის იერს.
10. მშრალი "პეჩენია" დიდხანს გაძლებს, თუ პურის ნაჭერთან ერთად შეინახვთ.
11. მწვანილი დიდი ხნის განმავლობაში შეინახება, თუ ბოლოებს მოაჭრით, ცოტა ხნით წყალში ჩადებთ და შემდეგ ცელოფანში გახვეულს მაცივარში შეინახავთ.
12. რძის შენახვისთვის იგივე წესი მოქმედებს, რაც კვერცხისთვის - ყოველთვის მაცივრის შუა თაროზე შეინახეთ.
13. სუფთა მაცივარი ყველაფრის თავი და თავია. ხშირად გამოასუფთავეთ იგი.
14. შეგიძლიათ დაჭრილი მწვანე ხახვი პლასტმასის ბოთლში მოათავსოთ და გაყინოთ. როცა დაგჭირდებათ, ნაწილ-ნაწილ გამოიყენეთ, დანარჩენი კი ისევ საყინულეში შეაბრუნეთ. ძალიან მოხერხებულია.
15. სოკო ქაღალდის პაკეტში შეინახეთ.
16. ახალი მწვანილი მთელი ზამთრის განმავლობაში - ზეითუნის ზეთში მოათავსეთ დაჭრილი მწვანილი და გაყინეთ. გამოიყენეთ ნაწილ-ნაწილ.
17. ქიშმიში ყველაზე კარგად ინახება მინის ჭურჭელში. არც დაობდება, არც გამოშრება.
18. სალათის ფურცლები მხოლოდ ქაღალდის პაკეტში შეინახეთ, ან გაზეთში გაახვიეთ.
იხილეთ ასევე: როგორ გამოვიყენოთ საყინულე სადილების სწრაფად მოსამზადებლად