"წიწიბურის შესახებ მცდარი ინფორმაციაა გავრცელებული" - რისთვის არის ის სინამდვილეში სასარგებლო და რომელ საკვებთან ერთად უნდა მივიღოთ
წიწიბურა ბევრი ადამიანისათვის საყვარელი პროდუქტია. საზოგადოების ნაწილი კი მას ანემიის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებად თვლის. აქვს თუ არა მას ეს ეფექტი და რა კომბინაციითაა მისი მირთმევა უმჯობესი, ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:

"არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ წიწიბურა ანემიის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. ის არ გახლავთ რკინის მთავარი წყარო. წიწიბურა B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, განსაკუთრებით პირიდოქსინსა და B6 ვიტამინს. კარგია მისი გამოყენება არა იმიტომ, რომ ანემიას ებრძვის, არამედ იმიტომ, რომ რკინასთან კომბინაციაში B ჯგუფის
ვიტამინების დაწყვილება რაციონში დადებით ეფექტს იძლევა. მაგალითად, კატლეტი არა პიურესთან, არამედ წიწიბურასთან ერთად. ხორცი წიწიბურასთან ერთად და არა კარტოფილთან ან მაკარონთან ერთად. ცხადია, კარგია C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან, სალათებთან, ბოსტნეულთან ერთად იმიტომ, რომ რკინის მაქსიმალური შეთვისება მოხდეს და ამაზე იმუშავოს C ვიტამინმაც და B ჯგუფის ვიტამინებმაც."

ტეგები: წიწიბურა
7813
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები