"ზოგადად, რაღაცის დასწავლა ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია. არის ინფორმაცია, რომლითაც ვიბადებით. ეს, როგორც წესი, თანდაყოლილი უნარი ან ინსტინქტია, რომელიც ნებისიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის, და მათ შორის ადამიანისთვის, მამოძრავებელია. მაგრამ, არის საკითხები, რომლებიც დაისწავლება და ყალიბდება, როგორც ჩვევა. შეიძლება იყოს სწორი ტუალეტის ჩვევა, რომელიც ასევე მთავარი ხელშემწყობია ნაწლავთა სწორი მოქმედების. კვებითი ჩვევა, რომელიც კვების რეჟიმს უკავშირდება. ნაწლავების ტალღისებური მოძრაობა რიტმულია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეჟიმზე, ვგულისხმობთ ორგანიზმის აქტივობის ორიენტირებას დროზე. ანუ, ყველაფერი, რაც დროსთან კავშირშია, რეჟიმია. ძილი დროსთან კავშირში რეჟიმია, კვებაც დროსთან კავშირში რეჟიმია და ეს ყველაფერი ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს ჰქმნის, რომელიც კიდევ უფრო უწყობს ხელს, რომ გამართულად და ასევე რიტმულად იმუშაოს ყველა სისტემამ, მათ შორის, ნაწლავმა. როდესაც კვებაზე ვლაპარაკობთ, გასათვალისწინებელია კვების რეჟიმის დაცვა, კვების ულუფის დადგენა და დაცვა, შეხამება კვების ჯერადობასთან, არა მარტო ულუფის, არამედ რაციონის. შეიძლება გამოვიყენოთ წყალში აბსოლუტურად უხსნადი მცენარეული ბოჭკო. მაგალითად, როდესაც ხორბალზე ვსაუბრობთ ხოლმე, მისი ბოჭკო, როგორც წესი, უხსნადია, განსხვავებით შვრიისგან. შვრია წყალში უფრო ხსნადი ბოჭკოა, რადგან მასში მცენარეული ფისები შედის და ბევრად უფრო ადვილად ხდება მისი