ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" ადამიანებს ურჩევს, რომელი საკვაბი პროდუქტები უნდა გამოიყენონ ყაბზობის წინააღმდეგ და რა როლი აქვს მცენარეულ ბოჭკოს პროცესში:
"ზოგადად, რაღაცის დასწავლა ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია. არის ინფორმაცია, რომლითაც ვიბადებით. ეს, როგორც წესი, თანდაყოლილი უნარი ან ინსტინქტია, რომელიც ნებისიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის, და მათ შორის ადამიანისთვის, მამოძრავებელია. მაგრამ, არის საკითხები, რომლებიც დაისწავლება და ყალიბდება, როგორც ჩვევა. შეიძლება იყოს სწორი ტუალეტის ჩვევა, რომელიც ასევე მთავარი ხელშემწყობია ნაწლავთა სწორი მოქმედების. კვებითი ჩვევა, რომელიც კვების რეჟიმს უკავშირდება. ნაწლავების ტალღისებური მოძრაობა რიტმულია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეჟიმზე, ვგულისხმობთ ორგანიზმის აქტივობის ორიენტირებას დროზე. ანუ, ყველაფერი, რაც დროსთან კავშირშია, რეჟიმია. ძილი დროსთან კავშირში რეჟიმია, კვებაც დროსთან კავშირში რეჟიმია და ეს ყველაფერი ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს ჰქმნის, რომელიც კიდევ უფრო უწყობს ხელს, რომ გამართულად და ასევე რიტმულად იმუშაოს ყველა სისტემამ, მათ შორის, ნაწლავმა. როდესაც კვებაზე ვლაპარაკობთ, გასათვალისწინებელია კვების რეჟიმის დაცვა, კვების ულუფის დადგენა და დაცვა, შეხამება კვების ჯერადობასთან, არა მარტო ულუფის, არამედ რაციონის. შეიძლება გამოვიყენოთ წყალში აბსოლუტურად უხსნადი მცენარეული ბოჭკო. მაგალითად, როდესაც ხორბალზე ვსაუბრობთ ხოლმე, მისი ბოჭკო, როგორც წესი, უხსნადია, განსხვავებით შვრიისგან. შვრია წყალში უფრო ხსნადი ბოჭკოა, რადგან მასში მცენარეული ფისები შედის და ბევრად უფრო ადვილად ხდება მისი მონელება. უხეშად დაფქვილი ხორბალი, ჭვავი, ქერი და ასე შემდეგ, ორგანიზმისათვის წისქვილის ქვების ფუნქციას ასრულებს და ხელს უწყობს ნაწლავის მოძრაობას. გარდა ამისა, განავლოვანი მასის ცვლილებას განაპირობებს, წნევას ზრდის და ხელს უწყობს, რომ ნაწლავმა იმოქმედოს და შიგთავსი გამოდევნოს. მეორე საკითხია ხილში არსებული პექტინები. ეს უკვე წყალში ხსნადი მცენარეული ბოჭკოა და ხშირად ვამბობ ხოლმე, რა კარგი ცოცხია ჩვენი ნაწლავისთვის იმიტომ, რომ არა უბრალოდ გამოიტანს ნაწლავში არსებულ ნარჩენებს, არამედ ქოლესტერინის ცვლაში გვეხმარება, კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ასე შემდეგ. არის ასევე ლიგნინები, რომლებიც მწვანილების ბოლოებს რომ ვყრით ხოლმე, მასშია. ის შეიძლება კერძში გამოვიყენოთ, ბავშვიც მიირთმევს და სხვაც. მცენარეული ბოჭკო სხვადასხვა სახისაა და ყველა მათგანის ჩართვა კვების რაციონში საშულებას გვაძლევს, რომ სხვადასხვა წყაროსა და ფორმის მივიღოთ."