მათზე ხშირად არასწორი შეხედულებებია გავრცელებული ძალიან სასარგებლო და გემრიელ პროდუქტებზე - თაფლზე, ნიგოზსა და ბურღულეულზე ხშირად არასწორი შეხედულებებია გავრცელებული. ეს პროდუქტები იმდენად სასარგებლოა, რომ აუცილებელია, მათ შესახებ მითსა და სინამდვილეს კარგად არჩევდეთ.
თაფლი
ეს შესანიშნავი პროდუქტი ძლიერ ალერგიულებს მიეკუთვნება. სინამდვილეში საქმე ფსევდოალერგიას ეხება (ანუ ცრუ ალერგიას), რომელსაც იწვევს შაქრის გადამუშავების შედეგად მიღებული თაფლი.
ნატურალურ პროდუქტს დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს. კურნავს დამწვრობას, ენურეზს, სასუნთქი გზების დაავადებებს და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს.
ნიგოზი
ნიგოზი ძალიან კალორიულია და თუ წონის პრობლემა გაწუხებთ, მისი გამოყენება მკვეთრად უნდა შეზღუდოთ. ნიგოზი გაუჯერებელ ცხიმებს შეიცავს, ამიტომ არ იწვევს ქოლესტერინის დაგროვებას. დოზირებული სახით შეიძლება ჯანსაღი კვების პროგრამაშიც იყოს ჩართული (30 გრამი ნიგოზი 170 კალორიას შეიცავს).
ბურღული
ნებისმიერი ქალი დიეტაზე გადასვლისთანავე მენიუდან იღებს კარტოფილს და ბურღულეულს. ამით ცდილობს, სადღეღამისო კალორაჟი შეამციროს.
სინამდვილეში ის, ვინც ნაკლებ ცხიმს და მეტ ნახშირწყლებს მოიხმარს, უფრო ადვილად იკლებს წონაში და მომავალშიც ძნელად იმატებს კილოგრამებს.
დაკვირვების შედეგად შეიმჩნევა ერთი პრინციპი: თუ ცხიმების მიღების შედეგად სხეულის მასის ინდექსი მატულობს, ნახშირწყლების მოხმარების მატებასთან ერთად ეს ინდექსი კლებისკენ მიდის.