მაშ, რა არის თევზში ისეთი, რაც მას ბავშვისათვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს?
პირველ რიგში, ეს სრულფასოვანი ცილების წყაროა. და თანაც თევზის ცილა ყველა სხვა ცილაზე გაცილებით უფრო ადვილად ითვისება.თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც თავის ტვინის არქიტექტორებად იწოდებიან იმის გამო, რომ
ეს ნივთიერებებია საჭირო თვალის განვითარებისთვისაც.
მნიშვნელოვანია თევზის ვიტამინურ-მინერალური შემადგენლობაც.
ის ცხიმში ხსნადი ყველა ვიტამინის წყაროა - შეიცავს A, D, K, E ვიტამინებს.
სწორედ თევზია ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი დოზით შეიცავს D ვიტამინს. ნივთიერებას, რომელიც პრქტიკულად ჰორმონია და ყველა ორგანოს ფუნქციაზე ახდენს გავლენას.
თევზის მინერალური შემადგენლობა კალიუმის, ფოსფორის, რკინის მაღალი შემცველობითაა ცნობილი.
თევზის მიცემა 8 თვიდან შეგიძლიათ.
რა საფრთხეებს მალავს თევზი
- საფრთხე #1 - წვრილი ძვლები - მომზადებამდე თევზი კარგად უნდა გაწმინდოთ ფხებისაგან.
- საფრთხე#2 - ინფექცია - ბავშვს არ უნდა მისცეთ უმი თევზი (სუშის ტიპის საკვები), რამაც, თუ თევზი ბაქტერიულად დაბინძურებულია, შესაძლოა მისი ინფიცირება გამოიწვიოს.
- საფრთხე#3 – ვერცხლისწყალი - ცნობილია, რომ ზღვებისა და ოკეანის წყლები ბევრი პოლუტანტით ბინძურდება, რომელთა შორის ყველაზე დიდი საფრთხე ვერცხლისწყალია, რომელიც თევზის და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება.
შემადგენლობის მიხედვით, განსაკუთრებით სასარგებლო ცივი ზღვებისა და ოკეანეების ცხიმიანი თევზია. მათი ხორცი გაცილებით მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.
კომენტარებში მივუთითებ თევზისა ბოსტნეულის გემრიელი მიქსის ერთ-ერთი რეცეპტის ლინკს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე