ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული გახდა ეს პატარა ზომის კომბოსტო, რომელიც ადვილი მოსამზადებელია, გემრიელი და თანაც - ვიტამინებით მდიდარი.
ბრიუსელის კომბოსტო (ლათ. Brassica oleracea var. gemmifera) მომცრო ფორმის კომბოსტოს ოჯახის „ბოსტნის კომბოსტოს“ ნაირსახეობა. არის მნიშვნელოვანი ზამთრის ბოსტნეული.
ბუნებაში იზრდება ხმელთაშუა ზღვის არეალში, სადაც ადამიანი მის კულტივირებას უკვე ათასი წლებია ახდენს. ანტიკური ხანიდან იწყება მისი მოშენება ჩრდილოეთ ევროპაშიც, თუმცა ზუსტი პერიოდი უცნობია.
ორიგინალური ფრანგული სახელია „Choux de Bruxelles“. არსებობს როგორც მწვანე და იასამნისფერი სახეობა.
ბრიუსელის კომბოსტო მდიდარია C ვიტამინით და ამბობენ, რომ შესაძლოა დადებითი ეფექტი ჰქონდეს კიბოს პრევენციისთვის, რადგან შეიცავს გლუკოზინოლატს. ასევე შეიცავს კალციუმს, რკინას, B1, B2, C ვიტამინებს. ასე რომ, საკმაოდ სასარგებლოა.
მოსამზადებლადაც ადვილია. უნდა გარეცხოთ, მოაცალოთ ყუნწები და ფოთლების მოყვითალო გარე ფენა. შეგიძლიათ, შუაზე გაჭრათ, ზოგჯერ სამადაც ჭრიან.
შემდეგ კი ცალკეც შეიძლება მოამზადოთ ღუმელში ან ტაფაზე, ზეითუნის ზეთსა და მარილთან, სუნელებთან ერთად, ასევე შეგიძლიათ სხვა პროდუქტებთან ერთად - უხდება მოხეხილი ყველი, მოსხმული კვერცხი, ბეკონი, ნიორი, მწვანე ხახვი და ა.შ. თქვენ როგორც მოგეწონებათ, ისე შეგიძლიათ მოამზადოთ.