ნიგოზი და თხილეული არის პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დიასახლისს დასჭირდეს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. გემრიელიას ფეისბუქჯგუფში დასვეს შეკითხვა, ნიგოზის შენახვასთან დაკავშირებით და ჩვენმა ჯგუფის წევრებმაც არ დააყოვნეს:
1. შეინახეთ გატარებული ნიგოზი საყინულეში, კონტეინერით. – ლალი მუმლაძე–გენგაშვილი.
2. შეგიძლიათ გარჩეული შეინახით, საყინულეში. კარგად ინახება და არ კარგავს გემოს – თამუნა სანდოძე.
3. კარგად გარჩეული და გამომშრალი ნიგოზი ჩაყარეთ მშრალ ქილაში და მოხუფეთ. ძლებს წლობით – მაია როსტიაშვილი.